-
2019-07-01 Danfoss Group-ი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის
მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ლიდერი დანიური კომპანია Danfoss Group-ი ოქტომბერში საქართველოში ოფისს გახსნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Danfoss Group-ის თავმჯდომარე იორგენ კლაუსენის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-07-01 პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა
ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა.