-
2019-06-02 პრემიერ-მინისტრი ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტს, რომლის ფარგლებში შენობების გარე ფასადების, ღობეების მოწყობა, სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, 2 004 780 ლარით მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
-
2019-06-02 პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ ღვინის საწარმოს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ სადმელში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ, კომპანია „შატრო ველის" ღვინის საწარმოში იმყოფებოდა, რომლის ჯამური ინვესტიცია 1 850 000 ლარია.
-
2019-06-02 მთავრობის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა, - სიახლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აცნობა.
-
2019-06-02 მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
-
2019-06-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ონის რაიონის სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა
მთავრობის მეთაური ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
-
2019-06-02 პრემიერი ამბროლაურში გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენებულ საწარმოში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენებული საწარმო „რაჭული ლორი" დაათვალიერა.
-
2019-06-02 პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მტკნარი წყლის საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში დღეს კომპანია „იწის წყლის" მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში აშენდა.