-
2019-06-01 პრემიერი ფარავნის ტბასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს და ჯავახეთის დაცული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნო
ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - დაგეგმილი პროექტები პრემიერ-მინისტრს დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარუდგინა.
-
2019-06-01 მამუკა ბახტაძე - წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის
წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ფოკაში განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2019-06-01 მამუკა ბახტაძემ მორაგბე ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს დაესწრო. ფესტივალში მონაწილეობა 10-წლამდელთა 15 გუნდის 200-მა მოთამაშემ მიიღო.