-
2019-05-23 პრემიერმა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს უმასპინძლა
საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ მარკ პრიჩარდის შეხვედრის მთავარი თემა.
-
2019-05-23 სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს აფართოებს, - აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
-
2019-05-23 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - ჩემი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი დიასპორის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში
ჩემი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი დიასპორის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-23 მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მუზეუმი საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.
-
2019-05-23 პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა
ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - აშშ-ს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ერთსულოვნად მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა
თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შუალედური არჩევნები მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე
"საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-05-23 მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.