-
2019-04-10 პრემიერმა ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო მიღება გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
-
2019-04-10 შეხვედრა სტრასბურგის მერთან
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქალაქის მერმა უმასპინძლა.
-
2019-04-10 პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში დიასპორის წარმომადგენლებსა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იმყოფებოდა, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს და სტრასბურგის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
-
2019-04-10 მამუკა ბახტაძე - 20 წლის წინ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე
ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება 20 წლის წინ იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-04-10 პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოსთან ზურაბ ჟვანიას მემორიალური დაფა გახსნა
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” - მემორიალური დაფა ზურაბ ჟვანიას ფრაზით, დღეიდან სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობის წინ განთავსდა. ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
-
2019-04-10 პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.
-
2019-04-10 ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მიატოვიჩი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებს პოზიტიურად აფასებს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-04-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე
ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენო აღმატებულებავ, ასამბლეის წარჩინებულო წევრებო, მაქვს პატივი, მოგმართოთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სასახლეში.
-
2019-04-10 მამუკა ბახტაძემ და ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და საერთაშორისო მისიების წვდომის გაუმჯობესების გზები განიხილეს
საქართველოსა და ევროსაბჭოს საერთო ინტერესებში არსებული საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართა.
-
2019-04-10 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.