-
2019-04-30 მამუკა ბახტაძე - იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ამ მოვალეობას ღირსეულად ასრულებთ
იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მოვალეობას, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მონაწილე სამხედროებს, რომლებსაც თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.
-
2019-04-30 ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ახალი უბნის მშენებლობა იწყება
ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის მახათას მთაზე ახალი უბნის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართა.
-
2019-04-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისა და თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ საიუბილეო თარიღი ახლოვდება ევროპის საბჭოსთვისაც, რომელსაც 70 წელი უსრულდება.
-
2019-04-27 მამუკა ბახტაძე - პატრიარქმა თავის ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე - ყველაფერზე იმაზე, რაც ასე ძალინ სჭირდება ქართველ ერს
დღეს პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე - ყველაფერზე იმაზე, რაც ასე ძალინ სჭირდება ქართველ ერს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
-
2019-04-24 მამუკა ბახტაძემ სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
-
2019-04-24 მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ვამაყობთ ჩვენი დიდი წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ვამაყობთ ჩვენი დიდი წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-04-23 მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ
დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფება.
-
2019-04-23 პრემიერის ხელმძღვანელობით ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომა გაიმართა
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მიღწეული პროგრესი არის თვალშისაცემი, ხელშესახები და ეს ასახულია ბევრ საერთაშორისო რეიტინგში, თუმცა, ასევე ვხედავთ გამოწვევებს, რომელთა აღმოსაფხვრელადაც უნდა იმუშაოს სწორედ ამ ფორმატმა, მაქსიმალურად ეფექტურ რეჟიმში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2019-04-23 საქართველოს მთავრობამ უკრაინის დელეგაციას „ქალებზე, მშვიდობასა, უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების გამოცდილება გაუზიარა
„ქალებზე, მშვიდობასა უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების პროცესში საქართველოს გამოცდილებას უკრაინის დელეგაცია გაეცნო.
-
2019-04-23 პრემიერ-მინისტრმა წიგნის მსოფლიო დღე წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა
წეროვანში უახლოეს ერთ წელიწადში ახალი სკოლა აშენდება, - შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას დღეს მისცა.
-
2019-04-22 პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობას უხდის. პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენებისას დაშავებული სამართალდამცავები მთავრობის მეთაურმა კლინიკაში მოინახულა.
-
2019-04-21 მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
-
2019-04-21 პრემიერი აღდგომას ულოცავს ყველა მოქალაქეს, ვინც დღესასწაულს დღეს აღნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღდგომას ულოცავს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობს.
-
2019-04-19 მამუკა ბახტაძე - ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მიერ საქართველოს მიმართ რეიტინგის გაუმჯობესება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მიერ საქართველოს მიმართ რეიტინგის გაუმჯობესება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-19 მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ
მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლე დღეიდან დაინერგა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
-
2019-04-19 საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო
საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.
-
2019-04-19 მამუკა ბახტაძე - „Standard&Poor’s“-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს
„Standard&Poor's"-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-19 მამუკა ბახტაძე - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რუმინეთსა და ბულგარეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
-
2019-04-19 მამუკა ბახტაძე - ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველო განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში
ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
-
2019-04-19 პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა.
-
2019-04-18 2019 წლის 19 აპრილს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 16 საკითხი
-
2019-04-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
ორმხრივი საინვესტიციო პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, ფეისალ ალ-ფაიეზმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
-
2019-04-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და კვიპროსს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ხალხთაშორისი კავშირები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრის მთავარი თემა.
-
2019-04-17 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციას შეხვდა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-04-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რუმინეთსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 აპრილს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
-
2019-04-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-04-16 საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
ჩემთვის დიდი პატივია აქ, სოფიაში - ბულგარეთში ყოფნა, რადგან მმასპინძლობს საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი ქვეყანა და პირადად ჩემი ძალიან კარგი მეგობარი კოლეგა.
-
2019-04-16 შეხვედრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
-
2019-04-15 პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვია.
-
2019-04-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუმინეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა
საქართველოსა და რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2019-04-15 პრემიერი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის მონასტერში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტერში იმყოფებოდა.
-
2019-04-15 პრემიერ-მინისტრი რუმინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა
საქართველო რუმინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის ინიციატივით გამოდის, - აღნიშნული პოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინელ კოლეგა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან შეხვედრისას დააფიქსირა.
-
2019-04-15 საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
მოხარული ვარ, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები რუმინეთში, რომელიც საქართველოს გამორჩეულ პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა...
-
2019-04-15 რუმინეთის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. რუმინეთის მთავრობის სახლში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
-
2019-04-15 პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა.
-
2019-04-15 პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუქარესტში, რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2019-04-14 პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.
-
2019-04-14 პრემიერმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გახსნა
ჩვენ გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული პრიორიტეტები ქართული ენისთვის,რომელიც მის მეტ პოპულარიზაციას გულისხმობს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნისას განაცხადა.
-
2019-04-13 მამუკა ბახტაძე - ვულოცავ საქართველოს და სპორტის ყველა გულშემატკივარს, ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია
მინდა, მივულოცო მთელს საქართველოს და სპორტის ყველა გულშემატკივარს, ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა.
-
2019-04-12 მამუკა ბახტაძე - ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება
ქართული საგალობლები არის უნიკალური მოვლენა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების - ნევმების - კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2019-04-11 მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ
მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი, - სერვისს მოქალაქეებს მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი" სთავაზობს, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
-
2019-04-11 პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
-
2019-04-11 სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები
ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართა.
-
2019-04-10 პრემიერმა ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო მიღება გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
-
2019-04-10 შეხვედრა სტრასბურგის მერთან
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქალაქის მერმა უმასპინძლა.
-
2019-04-10 პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში დიასპორის წარმომადგენლებსა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იმყოფებოდა, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს და სტრასბურგის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
-
2019-04-10 მამუკა ბახტაძე - 20 წლის წინ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე
ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება 20 წლის წინ იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-04-10 პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოსთან ზურაბ ჟვანიას მემორიალური დაფა გახსნა
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” - მემორიალური დაფა ზურაბ ჟვანიას ფრაზით, დღეიდან სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობის წინ განთავსდა. ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
-
2019-04-10 პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.
-
2019-04-10 ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მიატოვიჩი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებს პოზიტიურად აფასებს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-04-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე
ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენო აღმატებულებავ, ასამბლეის წარჩინებულო წევრებო, მაქვს პატივი, მოგმართოთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სასახლეში.
-
2019-04-10 მამუკა ბახტაძემ და ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და საერთაშორისო მისიების წვდომის გაუმჯობესების გზები განიხილეს
საქართველოსა და ევროსაბჭოს საერთო ინტერესებში არსებული საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართა.
-
2019-04-10 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.
-
2019-04-09 მამუკა ბახტაძე - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა
მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2019-04-08 პრემიერ-მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირების პროცესის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2019-04-06 საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება
საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2019-04-05 პრემიერმა ოზურგეთში პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა და გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგია მოისმინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტში" იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმ პროფესიების შესახებ, რომელთა დაუფლებას სასწავლებელი ახალგაზრდებს სთავაზობს.
-
2019-04-05 პრემიერ-მინისტრმა ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
-
2019-04-05 პრემიერ-მინისტრმა სოფელ დვაბზუში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი ასფალტის ქარხანა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა - NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა.
-
2019-04-05 პრემიერის გადაწყვეტილებით, დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-04-05 პრემიერ-მინისტრი სოფელ შუა სურების ახლადაშენებულ სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურების ახლადაშენებულ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
-
2019-04-05 პრემიერ-მინისტრმა ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის 6,5კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
-
2019-04-04 პრემიერ-მინისტრი 5 აპრილს გურიას ეწვევა
მთავრობის მეთაური 12:00 საათზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურების ახლად აშენებულ საჯარო სკოლას დაათვალიერებს, ასევე ესტუმრება ნასაკირალის სკოლას, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდება.
-
2019-04-04 პრემიერ-მინისტრი კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
-
2019-04-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს. მთავრობის მეთაურის ვიზიტი ევროპის საბჭოში 9-10 აპრილს არის დაგეგმილი.
-
2019-04-04 მამუკა ბახტაძე - ჩეხეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს
ჩეხეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჩეხეთის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას.
-
2019-04-04 მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს
დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი,რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 2019 - 2022 წლებში ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება
2019 - 2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 მამუკა ბახტაძე - საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი
საქართველო სწრაფად და ეფექტურად პროგრესირებს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 მამუკა ბახტაძე - ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყოს
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 მამუკა ბახტაძე - დღეს ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე
დღეს ჩვენ ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-04-04 პრემიერ-მინისტრმა კლინიკა „ჯერარსი“ გახსნა
დღეს ჩვენ ვხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ჯერარსის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-04-03 კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი - საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია
საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია, - ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-04-03 პრემიერის ინიციატივა, რომლის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება, საკანონმდებლო დონეზე გამყარდება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი განათლებასა და ახალგაზრდობაზე დაიხარჯება, კანონის დონეზე გამყარდება, - შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა ხვალინდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
-
2019-04-03 პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა ქართველ გამომგონებლებს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მენტორს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.
-
2019-04-03 მამუკა ბახტაძე იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იტალიის ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა.
-
2019-04-02 საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის პანელის სხდომას მასპინძლობს
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის პანელის სხდომას მასპინძლობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა გახსნა.
-
2019-04-02 საქართველოში, რეგიონში უნიკალური, აუტიზმის კომპლექსური ცენტრი აშენდება
საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს,- აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.