-
2019-03-18 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-03-18 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველო ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი
ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.