-
2019-03-15 მამუკა ბახტაძე იაპონიაში - ჩემი სამშობლო - საქართველო, ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა
მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტოკიოში შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც "ქართულ დღეზე" უმასპინძლა.
-
2019-03-15 მამუკა ბახტაძე იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტარო ასოუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ფინანსთა მინისტრ ტარო ასოუს შეხვდა.
-
2019-03-15 პრემიერ-მინისტრმა ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ოფიციალურად გახსნა
იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას - „საქართველო - ღვინის სამშობლო" მასპინძლობს. ექსპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღეს ოფიციალურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.
-
2019-03-15 JICA-ის პრეზიდენტი განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას პოზიტიურად და საინტერესოდ აფასებს
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას მიესალმება და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებს.
-
2019-03-15 პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ NEXI-თან გაფორმებული შეთანხმება საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს
საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე დღეს გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტ მასაფუმი ნაკადას შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2019-03-15 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული
საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ქვეყანაა; ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.
-
2019-03-15 პრემიერ-მინისტრი JETRO-ს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ტოკიოში გაიმართა.