-
2019-03-01 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კონცეფცია შეიმუშავა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია კოორდინაციის და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად მუშაობას იწყებს.
-
2019-03-01 მამუკა ბახტაძე - ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
-
2019-03-01 ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება
ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის საშუალებებს სრულად ასახავს, - ამის შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროს ნატალია ჯალიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.