-
2019-03-31 მამუკა ბახტაძე - ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე
ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ გამოფენაზე განაცხადა.
-
2019-03-31 პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი, მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს.
-
2019-03-29 პრემიერი კასპში ტექნოპარკისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
კასპში ტექნოპარკის მშენებლობა იწყება, - პროექტს, რომლის ღირებულება 2,2 მილიონი ლარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.
-
2019-03-29 პრემიერ-მინისტრმა კასპში უეფას სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
სექტემბრის ბოლოს კასპში უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი დაიწყებს ფუნქციონირებას, - სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა.
-
2019-03-29 საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება
საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება, - უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
-
2019-03-29 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წამყვანი დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
2019-03-29 მამუკა ბახტაძე - თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაში
თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაში",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის კონფერენციაზე - "ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება"სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-03-28 პრემიერ-მინისტრი ხვალ თეძამის წყალსაცავის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება
-
2019-03-28 მამუკა ბახტაძე - „საქართველოს ბანკისა“ და „სილქნეტის“ მიერ ჩვენს ეკონომიკაში ახალი სახსრების მოზიდვა ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ მაღალ დონეზეა
„საქართველოს ბანკისა" და „სილქნეტის" მიერ ჩვენს ეკონომიკაში ახალი სახსრების მოზიდვა ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ მაღალ დონეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-28 2019 წელს საქართველოში 60 ახალი ბაღი აშენდება, რისთვისაც 60 მილიონი ლარი გამოიყოფა
მუნიციპალური განვითარების ფონდი მხოლოდ მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლად ჩვენ 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გამოვყოფთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-28 კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ხელფასები კი 30%-ით გაიზრდება
განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-28 პრემიერის დავალებით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოეს მომავალში წარადგენს
სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-28 ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომისია შეიქმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.
-
2019-03-28 მამუკა ბახტაძე - სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკი ძალიან მძიმეა და თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის
სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკი არის ძალიან მძიმე და მსურს, თითოეულ მათგანს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმ შრომისთვის, რასაც ისინი წევენ წლების განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-28 მამუკა ბახტაძე - ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი
ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქისა და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ დაწყებულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-28 მამუკა ბახტაძე - სხვადასხვა ძალების განცხადებები, თითქოს საქართველო გაქრა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან, არის სრული უპასუხისმგებლობა და ტყუილი
სხვადასხვა უპასუხისმგებლო ძალების განცხადებები, თითქოს საქართველო გაქრა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან, არის სრული უპასუხისმგებლობა და ტყუილი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-28 მამუკა ბახტაძე - ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ის საჩვენებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-03-27 პრემიერ-მინისტრი ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მწუხარებას გამოთქვამს თეატრისა და კინოს მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო.
-
2019-03-27 პრემიერ-მინისტრი ბათუმის რეაბილიტირებულ თეატრში საპრემიერო სპექტაკლს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტთან ერთად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის ოფიციალური გახსნისადმი მიძღვნილ საპრემიერო სპექტაკლს დაესწრ
-
2019-03-27 მამუკა ბახტაძე - ჩემთვის მთავარი ამოცანაა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მის ხელშია
ყოველთვის გქონდეთ იმის რწმენა, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა.
-
2019-03-27 მამუკა ბახტაძე - ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განაცხადა, სადაც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
-
2019-03-27 პრემიერ-მინისტრმა ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა.
-
2019-03-27 საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მე-6 გაფართოებული სხდომა გაიმართა
საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს რიგით მე-6 გაფართოებული სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარე კახა კახიშვილი უძღვებოდა.
-
2019-03-27 მამუკა ბახტაძე - ქობულეთში ვიწყებთ ნახევარ მილიარდიანი პროექტის რეალიზაციას, რაც ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში
ქობულეთში ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის, ნახევარ მილიარდიანი პროექტის რეალიზაციას, რაც ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქობულეთში, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-03-26 პრემიერ-მინისტრი ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.
-
2019-03-26 მამუკა ბახტაძე - წყლის რესურსების ეფექტური მართვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა
ჩემი მთავრობის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ მწვანე ეკონომიკა, ზოგადად - მწვანე პოლიტიკა და ვფიქრობ, სწორედ მწვანე ეკონომიკა, სადაც წყლის რესურსების ეფექტურ მართვას წამყვანი როლი ექნება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ სემინარზე „წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.
-
2019-03-26 ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა
ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-03-25 პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ის მიმდინარეობას გაეცნო.
-
2019-03-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნატოს გენერალური მდივნისიენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია
ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. პირველ რიგში, მსურს დავიწყო იმით, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.
-
2019-03-25 მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს
საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-03-22 პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში
დღეს პირველად ვხვდებით ინტერპელაციის ფორმატში, რაც სრულიად ახალი პლატფორმაა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაში. დიახ, ამ ფორმატის შემოღება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, მეტიც, ჩვენ ეს კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს არის პატივისცემის გამოხატულება ჩვენი საზოგადოების მიმართ, დიახ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
-
2019-03-22 პრემიერ-მინისტრმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ყაზახეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს პრეზიდენტის უფლებამოსილების დაკისრება მიულოცა.
-
2019-03-22 მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე კონფერენცია გახსნა
ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევები და მიღწევები და ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი განხორციელება საქართველოში იყო მთავარი თემები კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან თანამშრომლობით გაიმართა.
-
2019-03-21 მამუკა ბახტაძე პედრო სერანოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს პედრო სერანოს შეხვდა.
-
2019-03-21 მამუკა ბახტაძე - საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იმყოფებოდა, სადაც ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
-
2019-03-21 მამუკა ბახტაძე - ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები
ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2019-03-20 მამუკა ბახტაძე - ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ ბელარუსთან სავაჭრო მოცულობა მინიმუმ გავაორმაგოთ
ძალიან მიხარია, რომ დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერება მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება, - ამისშესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსული პროდუქციის გამოფენაზე - Made in Belarus სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-03-20 ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება
ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
-
2019-03-20 მამუკა ბახტაძე შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრ პეტერ ერიქსონსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
-
2019-03-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომის განცხადებები მედიისთვის
მივესალმები ქალბატონი სესილია მალმსტრომის ჩამობრძანებას საქართველოში და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამ ვიზიტისთვის. ევროკომისართან და მის გუნდთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კერძოდ, სავაჭრო ურთიერთობა.
-
2019-03-18 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-03-18 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველო ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი
ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-03-15 მამუკა ბახტაძე იაპონიაში - ჩემი სამშობლო - საქართველო, ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა
მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტოკიოში შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც "ქართულ დღეზე" უმასპინძლა.
-
2019-03-15 მამუკა ბახტაძე იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტარო ასოუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ფინანსთა მინისტრ ტარო ასოუს შეხვდა.
-
2019-03-15 პრემიერ-მინისტრმა ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ოფიციალურად გახსნა
იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას - „საქართველო - ღვინის სამშობლო" მასპინძლობს. ექსპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღეს ოფიციალურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.
-
2019-03-15 JICA-ის პრეზიდენტი განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას პოზიტიურად და საინტერესოდ აფასებს
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას მიესალმება და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებს.
-
2019-03-15 პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ NEXI-თან გაფორმებული შეთანხმება საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს
საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე დღეს გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტ მასაფუმი ნაკადას შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2019-03-15 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული
საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ქვეყანაა; ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.
-
2019-03-15 პრემიერ-მინისტრი JETRO-ს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ტოკიოში გაიმართა.
-
2019-03-14 პრემიერი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა
საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა, მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის - საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები.
-
2019-03-13 პრემიერ-მინისტრს ტოკიოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.
-
2019-03-12 მამუკა ბახტაძე 13-15 მარტს სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 13-15 მარტს სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა.
-
2019-03-12 მამუკა ბახტაძე - მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მომავალ მთავრობებს ვალდებულება ექნებათ, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტიციები განახორციელონ განათლების სექტორში
მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მომავალ მთავრობებს ვალდებულება ექნებათ, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტიციები განახორციელონ განათლების სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-12 არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება
მიმდინარე წელს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს დაემატება კიდევ ორი საელჩო, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-12 მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელებას იწყებს
საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-12 საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება
საქართველოსა და „Eurojust"-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-12 მამუკა ბახტაძე - საქართველო იქნება რეგიონში როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი
მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისაგან და ეს აისახება იმაზე, რომ საქართველოში დავები მაქსიმალურად მოკლე დროში გადაიჭრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-12 მამუკა ბახტაძე - დღეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება
100 წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება, რომლითაც დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-12 მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ, ამავე დროს იმან, რომ შარშან წლის შუა პერიოდში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია ტელეკომუნიკაციების
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ, ამავე დროს იმან, რომ შარშან წლის შუა პერიოდში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია ტელეკომუნიკაციების სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-08 მამუკა ბახტაძე - ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი
ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი, რომელმაც აჩვენა თავის საქმიანობაში, რომ ის ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-08 მამუკა ბახტაძე - ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი სტრატეგიისა, საქართველო გავხადოთ რეგიონული ჰაბი
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და გახლავთ ნაწილი ჩემი სტრატეგიისა, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-08 მამუკა ბახტაძე - ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე
ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე; ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ბრიუსელში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.
-
2019-03-08 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, მოვახდინოთ განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაცია და დავაფუძნოთ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული განათლების ქართული სკოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-03-07 პრემიერ-მინისტრმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2019-03-07 მამუკა ბახტაძე - 2022 წლისთვის განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს
დღეს უნდა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არის მთავარი მოტივატორი, რატომ ვარ ქართულ პოლიტიკაში.
-
2019-03-06 სერ სუმა ჩაკრაბარტი - საქართველო EBRD-ისთვის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად რჩება
საქართველო EBRD-ისთვის წარმატების ერთ-ერთ მაგალით ქვეყნად რჩება, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-03-05 მამუკა ბახტაძის, ფედერიკა მოგერინის და იოჰანეს ჰანის ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შემდეგ
მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ ჰანს გულთბილი მიღებისთვის და ასოცირების საბჭოს დღევანდელი ძალიან ნაყოფიერი შეხვედრისთვის.
-
2019-03-05 ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ ხარისხს
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავმჯდომარეობდა, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიში განიხილეს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალი ხარისხი დადებითად შეაფასეს.
-
2019-03-04 პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს
-
2019-03-01 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კონცეფცია შეიმუშავა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია კოორდინაციის და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად მუშაობას იწყებს.
-
2019-03-01 მამუკა ბახტაძე - ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
-
2019-03-01 ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება
ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის საშუალებებს სრულად ასახავს, - ამის შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროს ნატალია ჯალიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.