-
2019-02-18 პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით" განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.
-
2019-02-18 პრემიერ-მინისტრი დრეზდენში საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების განვითარების აქტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარე მათიას როსლერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დრეზდენში გაიმართა.
-
2019-02-18 პრემიერ-მინისტრმა დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანაში იმყოფებოდა.