-
2019-02-17 მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერს შეხვდა.
-
2019-02-17 მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. როგორც მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს.
-
2019-02-17 მამუკა ბახტაძე - აშშ-ი გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა
აშშ-ი გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივან პატრიკ შანაჰანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
-
2019-02-17 მამუკა ბახტაძე - ყველა თანხმდება იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები
უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები და ეს ძალიან ძლიერი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-02-17 პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.