-
2019-02-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
-
2019-02-28 პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
2019 წლის 27 თებერვალს, ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გაიმართა მორიგი შეხვედრა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის.
-
2019-02-27 ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
-
2019-02-27 პასუხისმგებლიანი შრომითი ურთიერთობების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამუშაო შეხვედრები გამართა
მთავრობის როლი პასუხისმგებლიანი შრომითი ურთიერთობების პრაქტიკის გაუმჯობესებაში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით 25-27 თებერვალს ბორჯომში გაიმართა.
-
2019-02-26 2019 წლის 26 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.
-
2019-02-26 სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს
მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-26 დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება
საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-26 წლის ბოლომდე 180 სამხედრო საცხოვრებელ ბინას გორში მიიღებს, მომავალ წელს კი 480-ზე მეტ სამხედროს ბინა თბილისში გადაეცემა
წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-26 უახლოეს პერიოდში საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება
უახლოეს პერიოდში საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-26 მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს
მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-26 მამუკა ბახტაძე - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-26 მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ქართული ბიზნესი და ქართველი მეწარმეები
ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ქართული ბიზნესი და ქართველი მეწარმეები, შესაბამისად, დიალოგს მთავრობასა და ბიზნესს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესომბუდსმენის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-02-25 მამუკა ბახტაძე - ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება
ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
-
2019-02-25 მამუკა ბახტაძე - Fitch-ის საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას
ყველას გილოცავთ! საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც - დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა. რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება?! ეს ნიშნავს იმას, რ
-
2019-02-23 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2019-02-22 პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა; ქართული სახელმწიფო სწორედ მისნაირ გმირებზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2019-02-20 მამუკა ბახტაძე აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობაზე ესაუბრა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-02-19 მამუკა ბახტაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ლუიზა ვინტონს შეხვდა.
-
2019-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის ელჩის განცხადებები მედიისთვის
დღეს ხელი ეწერება მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეკრულებას - ფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
-
2019-02-19 პრემიერ-მინისტრმა EIB-ს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფისა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-02-19 მამუკა ბახტაძე - ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებაში
ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-02-18 პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით" განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.
-
2019-02-18 პრემიერ-მინისტრი დრეზდენში საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების განვითარების აქტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარე მათიას როსლერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დრეზდენში გაიმართა.
-
2019-02-18 პრემიერ-მინისტრმა დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანაში იმყოფებოდა.
-
2019-02-17 მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერს შეხვდა.
-
2019-02-17 მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. როგორც მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს.
-
2019-02-17 მამუკა ბახტაძე - აშშ-ი გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა
აშშ-ი გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივან პატრიკ შანაჰანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
-
2019-02-17 მამუკა ბახტაძე - ყველა თანხმდება იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები
უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები და ეს ძალიან ძლიერი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-02-17 პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-02-16 მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა
საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2019-02-16 ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ
ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-02-16 მამუკა ბახტაძე - თავად ნატოს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს და დროა, ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან „შესაძლებლობათა ფანჯარა“ ღიაა
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური; ეს ჩემი ერის ცივილიზაციური და ღირებულებებით გაჯერებული არჩევანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე შეკრებილ სტუმრებს, რომელთა შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი,ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი რადმილა შეკერინსკა და საექსპერტო წრეების ცნობილი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
-
2019-02-16 პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.
-
2019-02-16 საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
-
2019-02-15 პრემიერ-მინისტრი მიუნხენში სერ ალან დანკანს შეხვდა
დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.
-
2019-02-15 ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს
ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ დიდიე რეინდერსმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-02-15 მამუკა ბახტაძე პატრიკ შანაჰანს შეხვდა
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელ პატრიკ შანაჰანის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-02-15 სენატორები - შაჰინი და ჯონსონი საქართველოს პროგრესს დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევენ
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და აშშ-ის სენატში არსებულ ორპარტიულ მხარდაჭერაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა რონ ჯონსონმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-02-14 პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის
სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - მიუნხენის კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მიმდინარე კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება
ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
-
2019-02-13 აზიურ ფაროსანასთან და სოფლის მეურნეობის კულტურების სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მილიონი ლარით დაფინანსდება
2019 წელს აზიურ ფაროსანასთან და სოფლის მეურნეობის კულტურების სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მილიონი ლარით დაფინანსდება.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ გადაეცემა
მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას
ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-13 საქართველოს მასშტაბით 28 ახალი სკოლის მშენებლობა და 83-ის რეაბილიტაცია განხორციელდება
საქართველოში 28 ახალი სკოლა აშენდება, დამატებით 83 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროექტი ჯამურად 50 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის
რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად
ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ის, რომ საქართველო გადავაქციოთ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონის ცენტრად, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს.
-
2019-02-13 მამუკა ბახტაძე - ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარი განვითარებაა
ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-02-12 მამუკა ბახტაძე - მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს
2016 წლის აგვისტოდან დღემდე მიწა 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-02-11 მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს
საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - ‘'მიღწევები ელიმინაციის გზაზე'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-02-11 მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-02-11 პრემიერ-მინისტრმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა.
-
2019-02-08 მამუკა ბახტაძემ კასპის ცემენტის მოდერნიზებული ქარხანა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კასპის ცემენტის მოდერნიზებული ქარხანა დაათვალიერა.
-
2019-02-08 პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებს უმასპინძლა
ჩემთვის მასწავლებელი წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში, სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთავარ ფასეულობებს, იმ ორიენტირებს, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი საერთო ქართული სახელმწიფო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
-
2019-02-06 მატეო პატრონე - EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას
ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-02-06 მამუკა ბახტაძე - მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის
რამდენიმე თვის წინ იყალთოს აკადემიაში ჩვენ დავაანონსეთ განათლების სისტემის სრულმასშტაბიანი რეფორმა და განათლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ.
-
2019-02-05 მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.
-
2019-02-04 პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბულგარეთის ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.
-
2019-02-04 მამუკა ბახტაძე - ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში
ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას განაცხადა.
-
2019-02-04 პრემიერ-მინისტრი უშგულის მოსახლეობას რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს უშგულში იმყოფებოდა.
-
2019-02-03 პრემიერმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ უნიკალური ექსპონატები, მათ შორის ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები და უძველესი ხელნაწერები დაათვალიერა, რითაც მუზეუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია.
-
2019-02-03 მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
-
2019-02-01 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იყოს გამოყენებული მორალური ტერორი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
-
2019-02-01 პრემიერის გადაწყვეტილებით, სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ
მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11 ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 დღგ-ს დაბრუნება 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება
დღგ-ს დაბრუნება 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - Global Finance-ის რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის წარმატებული
Global Finance-ის რეიტინგი ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის წარმატებული, თუმცა, ამასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ამ წარმატების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლებისსაჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს
წელს პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დეპორტირებულების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა.
-
2019-02-01 მამუკა ბახტაძე - ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ გამოაქვეყნა.
-
2019-02-01 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრით დაიწყო.