-
2019-01-22 მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს ჯიმ კარს შეხვდა.
-
2019-01-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური საბჭოს წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2019-01-22 მამუკა ბახტაძემ და COSCO Shipping-ის თავმჯდომარემ საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს
საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია COSCO Shipping-ის თავმჯდომარე სიუ ლიჟონგმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-01-22 საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა
საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაგმანის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-01-22 პრემიერ-მინისტრი ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა
საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
-
2019-01-22 მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.