-
2019-01-21 მამუკა ბახტაძე - საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა
სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვილნიუსში ქართველი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2019-01-21 პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.
-
2019-01-21 მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-01-21 პრემიერ-მინისტრი ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა
საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ.
-
2019-01-21 პრემიერმა ლიეტუვაში დაკრძალული ქართველი კაპიტნის, დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2019-01-21 დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-01-21 საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა მოგახსენოთ მასპინძლობისთვის და აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია ოფიციალური ვიზიტით თქვენს ქვეყანაში სტუმრობა.
-
2019-01-21 საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.