-
2019-01-31 მამუკა ბახტაძე - 2019 წლის ბიუჯეტის აქცენტები, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, სრულად პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ქართულ ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს
აქცენტები, რომელიც ჩავდეთ 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, სრულად პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქართულ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 2019 წლის პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-01-29 პრემიერი საერთაშორისო ექსპერტ ჯერემი სარკინს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს როლის გაძლიერებაზე ესაუბრა
ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს როლის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო ექსპერტმა ჯერემი სარკინმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-01-29 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“
მივესალმები მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს მეწარმეებს, მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორს ჰენრიკ ჰოლოლეის, რომელიც საქართველოს ძალიან კარგი მეგობარია.
-
2019-01-28 პრემიერმა კომაროვის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სწავლას აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური №199 სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სექტემბრიდან სწავლას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ.
-
2019-01-26 მამუკა ბახტაძე - ატმოსფერული ჰაერის დაცვა ჩვენი მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა
რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინე ჩვენი მთავრობის ხედვა გარემოსდაცვით, ე.წ. მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ სწორედ გარემოს დაცვა და მწვანე პოლიტიკის განხორციელება არის უმთავრესი პრიორიტეტი.
-
2019-01-25 მამუკა ბახტაძე - პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი რომელიც პარტიის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა
პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი რომელიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-01-25 მამუკა ბახტაძე - 2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს
2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-01-24 Signify (Philips)-ი საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება
Signify (Philips)-ი მზადაა, საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმაროს.
-
2019-01-24 მამუკა ბახტაძე დავოსში პოლონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოსა და პოლონეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-01-24 2019 წლის 21-23 იანვარს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა
დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მუშაობის სპეციფიკას.
-
2019-01-24 ნიდერლანდების სამეფოს პრემიერი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, პოზიტიურად აფასებს
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-01-24 პრემიერ-მინისტრი დავოსში ავღანეთის მთავარ აღმასრულებელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპულიკის მთავარ აღმასრულებელს აბდულა აბდულაჰს შეხვდა.
-
2019-01-24 VPS Healthcare-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს
საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი VPS Healthcare-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას შეისწავლის, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის შამშირ ვაიალილის შეხვედრისას გახდა ცნობილი, ამ მიზნით, ერთ თვეში საქართველოს სპეციალური ჯგუფი ეწვევა.
-
2019-01-24 ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარებით დაინტერესდა
განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარებით დაინტერესდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეო ასკალამ აღნიშნა, ACCIONA-ს დელეგაცია არსებული შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოს მომავალ თვეს ეწვევა.
-
2019-01-23 Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს
ლოგისტიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტარეკ სულთან ალ ესამ დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს, შეასრულოს რეგიონული ცენტრის როლი.
-
2019-01-23 შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის.
-
2019-01-23 Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს. ამის შესახებ ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯეი კოლინსმა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-01-23 პრემიერ-მინისტრმა და Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს
საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევენთ ჩაკიროღლუმ შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-01-23 პრემიერ-მინისტრი IFAD-ის პრეზიდენტს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობაზე ესაუბრა
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) საქართველოში დელეგაციას გააგზავნის, რის შემდეგაც კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ფონდის პრეზიდენტ ჟილბერტ ჰუნგბოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
-
2019-01-23 მამუკა ბახტაძე - ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია
საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-01-23 ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის
ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
-
2019-01-23 პრემიერ-მინისტრმა და PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივა განიხილეს
საქართველოს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანანდ რაომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-01-22 მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს ჯიმ კარს შეხვდა.
-
2019-01-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური საბჭოს წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2019-01-22 მამუკა ბახტაძემ და COSCO Shipping-ის თავმჯდომარემ საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს
საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია COSCO Shipping-ის თავმჯდომარე სიუ ლიჟონგმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-01-22 საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა
საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაგმანის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-01-22 პრემიერ-მინისტრი ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა
საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
-
2019-01-22 მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2019-01-21 მამუკა ბახტაძე - საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა
სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვილნიუსში ქართველი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2019-01-21 პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.
-
2019-01-21 მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-01-21 პრემიერ-მინისტრი ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა
საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ.
-
2019-01-21 პრემიერმა ლიეტუვაში დაკრძალული ქართველი კაპიტნის, დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2019-01-21 დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-01-21 საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა მოგახსენოთ მასპინძლობისთვის და აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია ოფიციალური ვიზიტით თქვენს ქვეყანაში სტუმრობა.
-
2019-01-21 საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
-
2019-01-20 პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია.
-
2019-01-19 მამუკა ბახტაძე - საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა
საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზის გახსნისას განაცხადა.
-
2019-01-18 ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ, ხოლო მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი.
-
2019-01-18 მამუკა ბახტაძე - ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წარმატებით დასრულდა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი ჩამოეწერა.
-
2019-01-18 მოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან
მოქალაქეები 22 მილიონ ლარამდე ოდენობის დარიცხული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან, - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
-
2019-01-18 მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
-
2019-01-18 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-01-18 ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო
ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-01-18 მამუკა ბახტაძე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-01-18 დიდ დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული
დიდ დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის პირი, ვისი ბრალეულობაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
-
2019-01-17 2019 წლის 18 იანვარს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 23 საკითხი.
-
2019-01-17 მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
-
2019-01-17 მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.
-
2019-01-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
-
2019-01-15 საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა დღეს ბოლნისში.
-
2019-01-15 საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.
-
2019-01-14 აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება. 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2019-01-11 პრემიერის გადაწყვეტილებით, „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს", ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
-
2019-01-07 მამუკა ბახტაძე - პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
-
2019-01-04 მამუკა ბახტაძე - 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი, რაც ახალი რეკორდია
რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში - 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის უნიკალური წარმატება და რას ნიშნავს ეს: პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველ დღე იზრდება. ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავთ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.