-
2018-12-06 მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვაფასებთ იაპონიის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში
ჩვენ დიდად ვაფასებთ იაპონიის და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის ეროვნული დღესასწაულის - იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-12-06 პრემიერმა ამერიკელ ხალხს ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა.