-
2018-12-10 მამუკა ბახტაძე - ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადება არის კიდევ ერთი მკვეთრი დემონსტრირება იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის მეგობარ ქვეყნებს მადლობას უხდის.
-
2018-12-10 მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება
საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-12-10 მამუკა ბახტაძე - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-12-10 მამუკა ბახტაძე - მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში
მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-12-10 დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge, სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-12-10 პრემიერ-მინისტრმა სწავლება ,,დიდგორი 2018“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებს ეფუძნება; ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნასა და გაძლიერებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2018"-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.