-
2018-12-31 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ 2019 წელს! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ მიზეზს ბედნიერებისთვის.
-
2018-12-28 პრემიერმა „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ლადო აფხაზავას წარმატება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს" 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელ ლადო აფხაზავას შეხვდა.
-
2018-12-27 მამუკა ბახტაძე - 2018 წელი მთლიანობაში იყო პოზიტიური ჩვენ გვქონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით
2018 წელი მთლიანობაში იყო პოზიტიური ჩვენ გვქონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი დაწინაურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-12-27 მამუკა ბახტაძემ სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა, რომელიც "სტარტაპ საქართველოს" ერთ-ერთი გამარჯვებული და წარმატებული ინოვაციური ბიზნესპროექტია.
-
2018-12-26 2018 წლის 27 დეკემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 49 საკითხი.
-
2018-12-26 მამუკა ბახტაძე - 2018 წელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი
თქვენ 2018 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს.
-
2018-12-25 მამუკა ბახტაძე - საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს
საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცხეთაში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2018-12-24 მამუკა ბახტაძე - სწორედ სოციალური სოლიდარობის დონე აჩვენებს ნებისმიერი სახელმწიფოს და საზოგადოების სიძლიერეს
სწორედ სოციალური სოლიდარობის დონე აჩვენებს ნებისმიერი სახელმწიფოს და საზოგადოების სიძლიერეს, სოციალური სოლიდარობა არის სწორედ ის მუხტი, რომელიც ყოველთვის შექმნის დადებით ენერგიას ნებისმიერ საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "სოლიდარობის ფონდის" საქველმოქმედო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-12-22 მამუკა ბახტაძე - 2019 წელი იქნება გაცილებით უკეთესი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.
-
2018-12-21 პრემიერ-მინისტრი ქართველ დიპლომატებს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და დასავლელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა
საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და უცხოელ პარტნიორებთან აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ დიპლომატებს დღეს, ელჩების კონფერენციის დასკვნით შეხვედრაზე.
-
2018-12-21 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა
საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმები და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრაზე, რომელიც დღეს ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა.
-
2018-12-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მსურს, დღეს თქვენთან ერთად ქართულ საზოგადოებას წარვუდგინო საქართველოს მთავრობის მუშაობის 2018 წლის ანგარიში.
-
2018-12-19 მამუკა ბახტაძე - ქართული ეკლესია-მონასტრები ყოველთვის იყო საგანმანათლებლო ცენტრები და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა
ქართული ეკლესია-მონასტრები ყოველთვის იყო საგანმანათლებლო ცენტრები და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და რომლებიც ჩვენს მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი შუამთის მონასტრის აღდგენის ფონდის დაარსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-12-19 მამუკა ბახტაძე - საჯარო მმართველობის სისტემის გამართული მუშაობა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ სახელმწიფო იყოს წარმატებული და ორიენტირებული იყოს წინსვლაზე
საჯარო მმართველობის სისტემის გამართული მუშაობა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ სახელმწიფო იყოს წარმატებული, ორიენტირებული იყოს განვითარებასა და წინსვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2018 წელს შესრულებული სამუშაოს შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2018-12-18 მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს მიმართა - ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018"-ის მონაწილე ახალგაზრდებს.
-
2018-12-18 საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2018“
მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, ჩვენს მეგობრებს!
-
2018-12-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.
-
2018-12-16 პრემიერ-მინისტრი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა.
-
2018-12-16 მამუკა ბახატაძე - მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს
ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ინაუგურაცია არის განსაკუთრებული დღე, მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.
-
2018-12-15 მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს თავი, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანამ
ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს თავი, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში განაცხადა, სადაც ზამთრის სეზონი დღეს ოფიციალურად გახსნა.
-
2018-12-12 მამუკა ბახტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მდგრადი რეფორმების კურსი განიხილეს
ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-12-11 პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ მთის განვითარების სტრატეგია წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში" მთის განვითარების სტრატეგია წარადგინა.
-
2018-12-10 მამუკა ბახტაძე - ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადება არის კიდევ ერთი მკვეთრი დემონსტრირება იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის მეგობარ ქვეყნებს მადლობას უხდის.
-
2018-12-10 მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება
საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-12-10 მამუკა ბახტაძე - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-12-10 მამუკა ბახტაძე - მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში
მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-12-10 დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge, სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-12-10 პრემიერ-მინისტრმა სწავლება ,,დიდგორი 2018“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებს ეფუძნება; ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნასა და გაძლიერებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2018"-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-12-09 ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
-
2018-12-07 მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კომისიის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა განაცხადა, სხდომაზე ინაუგურაციის სცენარი განიხილეს.
-
2018-12-07 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს აკრედიტაციას 16 დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის ინაუგურაციის გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის
-
2018-12-07 მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი
საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-12-06 მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვაფასებთ იაპონიის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში
ჩვენ დიდად ვაფასებთ იაპონიის და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის ეროვნული დღესასწაულის - იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-12-06 პრემიერმა ამერიკელ ხალხს ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა.
-
2018-12-03 სოფო ჯაფარიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე 5-7 დეკემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
-
2018-12-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს მიხეილ რუსის შეხვდა. მიხეილ რუსიმ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა.
-
2018-12-02 პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაურმა თბილისის მთავარ სინაგოგაში დღეს სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო.