-
2018-11-02 მამუკა ბახტაძე - ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება აშშ-თან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად
თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-თან იქნებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და წინაპირობა ყველასთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივას, დაჩქარდეს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება.
-
2018-11-02 მამუკა ბახტაძე - სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ
სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-11-02 მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება
ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის, აგრეთვე, ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.
-
2018-11-02 მამუკა ბახტაძე - ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან
ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რამდენიმე დღის წინ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ე.წ fake news-ს.
-
2018-11-02 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა უმძიმესმა ფაქტმა, როდესაც გორში 8 წლის ბავშვი გახდა შემზარავი ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.