საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2018-11-17 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წლის იუბილე მიულოცა

    1991 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა; მას შემდეგ ამერიკელი ხალხი განუხრელად გვიდგას გვერდში იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას დამოუკიდებლობის, ევროპულ ოჯახსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე,  - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

  • 2018-11-17 მამუკა ბახტაძე - თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირია

    ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.