-
2018-10-09 პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონი გახსნა.
-
2018-10-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე
,,არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია და იმ პატარა სამოთხეში ცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატების, სიკეთისა და ბედნიერებისთვის" - ეს ჩვენი დიდი წინაპრის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის სიტყვებია.
-
2018-10-09 პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გახსნა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.
-
2018-10-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა.
-
2018-10-09 მამუკა ბახტაძე - გოეთეს ქალაქის ქუჩებში „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ ფრანკფურტელებს და ქალაქის სტუმრებს თავის გასაოცარ ისტორიას უყვება
დღეს გოეთეს ქალაქის ქუჩებში „ანბანით მოთხრობილი საქართველო" თავის გასაოცარ ისტორიას უყვება ფრანკფურტელებს და ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ყველა სტუმარს უზიარებს თავის მრავალსაუკუნოვან კულტურას, ლიტერატურასა და ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის მერიაში საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მის პატივსაცემად ფრანკფურტის მერ პეტერ ფელდმანის სახელით გაიმართა.