-
2018-10-02 უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში ავსტრიის გამოცდილებას ეცნობიან
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები ავსტრიაში იმყოფებოდნენ.
-
2018-10-02 მამუკა ბახტაძე - ბერლინის კედლის ფრაგმენტი თბილისის შუაგულში გვახსენებს, რომ ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი, მათ შორის მავთულხლართები, ბოლოს მაინც ჩამოიშლება
გერმანიას ძვირფას მეგობრად მივიჩნევთ, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დახმარებას გვიწევს და მიგვიძღვება ამ რთულ გზაზე ევროპის ერთა ოჯახისკენ, რომელთანაც საზიარო ისტორია, კულტურა და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ღირებულებათა სისტემა გაგვაჩნია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
-
2018-10-02 პრემიერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის უმაღლესი დონის პრიორიტეტია და ამ პროცესში ევროპელი მეგობრების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-10-02 მამუკა ბახტაძე - განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა
განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2018-10-02 მამუკა ბახტაძე - საქართველოს ძალიან დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს და ნამდვილად შეუძლია, იამაყოს თავისი სახელოვანი, მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში და ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რიგით 26-ე კომეტ-კოლაბორაციის საერთაშორისო ვორკშოპის გახსნისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.