-
2018-10-31 მსოფლიო ბანკის ''ბიზნესის კეთების'' 2019 წლის რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და მე-6 ადგილი დაიკავა
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ბანკმა გაავრცელა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მინდა, ყველას მივულოცო საქართველოს წარმატება და მოგაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ მსოფლიო ბანკის „Doing Business"-ის რეიტინგში, რომელიც გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგი, საქართველო დაწინაურდა და ჩვენ დავიკავეთ მე-6 პოზიცია, ეს გახლავთ მსოფლიო ბანკის მონაცემები.
-
2018-10-30 სოფო ჯაფარიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა
ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.
-
2018-10-29 პრემიერ-მინისტრმა თურქეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთს პირველი ადგილი უკავია და ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.
-
2018-10-29 პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები.
-
2018-10-29 საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდსა (IMF) და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ.
-
2018-10-28 მამუკა ბახტაძე - ხმა მივეცი ჩვენს ევროპულ არჩევანს - განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ
მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს - განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე უბანზე გააკეთა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
-
2018-10-27 პრემიერ-მინისტრმა წინანდალში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო Radisson Collection-ი გახსნა
საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო შეემატა - კახეთში, წინანდალში მუშაობას იწყებს უახლესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმრო კომპლექსი - Radisson Collection-ი. კახეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
-
2018-10-27 მამუკა ბახტაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა.
-
2018-10-26 მამუკა ბახტაძე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა.
-
2018-10-26 აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისთვის მადლობას უხდის
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კაპიტალდაბანდებების მიმართ ნაკისრი ვალდებულებისთვის მადლობას უხდის.
-
2018-10-26 მამუკა ბახტაძემ ჯონ ბოლტონს უმასპინძლა
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, რეგიონში არსებული გამოწვევები და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა პირისპირ შეხვედრისას, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-10-25 პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას თეიმურაზ მეორის პორტრეტის დაბრუნებას ულოცავს
ქვეყანას შეემატა სახელოვანი ქართველი მეფის, თეიმურაზ მეორის პორტრეტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
-
2018-10-25 მამუკა ბახტაძე: მწვანე პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული პროექტი სრულიად ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში
მწვანე პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული პროექტი სრულიად ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ელექტრომობილებით ავტოპარკის ჩანაცვლების პროექტის შეფასებისას განაცხადა.
-
2018-10-25 მამუკა ბახტაძემ ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა.
-
2018-10-25 მამუკა ბახტაძე: მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით
მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-10-25 მამუკა ბახტაძე: პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას
პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას", - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლონეთის სეიმის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.
-
2018-10-25 მამუკა ბახტაძე: საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტიც, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი
საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტიც, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივნის და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის ვიზიტს საქართველოში.
-
2018-10-25 მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს
რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს - ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-10-24 მამუკა ბახტაძემ რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გახსნა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გახსნა.
-
2018-10-24 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
-
2018-10-23 მამუკა ბახტაძე გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
-
2018-10-22 FMO საქართველოსთან თანამშრომლობას წარმატებულად აფასებს
ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) საქართველოსთან თანამშრომლობას წარმატებულად აფასებს, - ამის შესახებ ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ ვან მიერლომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-10-22 მამუკა ბახტაძე - ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს
დღევანდელი გადასახედიდან დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
-
2018-10-22 მამუკა ბახტაძე - მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე
მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციასთან (ICCA) თანამშრომლობით იმართება.
-
2018-10-22 მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წმინდა საყდრის (ვატიკანი) საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
2018-10-22 პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.
-
2018-10-22 “მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი” - პრემიერ-მინისტრის ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის განხორციელება იწყება
ორი თვის წინ ზუსტად ამ ადგილზე მე გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი ხედვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკას და მწვანე ეკონომიკას.
-
2018-10-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ძი იენჩს შეხვდა.
-
2018-10-18 მამუკა ბახტაძე: მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიოს უსაფრთხოებაში
მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიოს უსაფრთხოებაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფოთში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც დღეს აშშ-ის მთავრობის მიერ ხომალდების გადმოცემის ცერემონია გაიმართა.
-
2018-10-17 მამუკა ბახტაძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა
საქართველო-ავსტრიის მჭიდრო ურთიერთობები, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, სამთავრობო რეფორმები, შექმნილი ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ მზარდი ინტერესი იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, არად ბენკოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2018-10-17 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.
-
2018-10-16 მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა.
-
2018-10-12 პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველოს ეთმობა, - სავაჭრო დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
-
2018-10-10 მამუკა ბახტაძე - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს თემატური სტენდების გახსნის შემდეგ განაცხადა.
-
2018-10-10 მამუკა ბახტაძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში ნამდვილად საეტაპო მოვლენაა
დღეს საქართველო თავის ევროპულ ოჯახს უბრუნდება - ჯერ არა როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი, არამედ როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარი;
-
2018-10-09 პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონი გახსნა.
-
2018-10-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე
,,არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია და იმ პატარა სამოთხეში ცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატების, სიკეთისა და ბედნიერებისთვის" - ეს ჩვენი დიდი წინაპრის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის სიტყვებია.
-
2018-10-09 პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გახსნა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.
-
2018-10-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა.
-
2018-10-09 მამუკა ბახტაძე - გოეთეს ქალაქის ქუჩებში „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ ფრანკფურტელებს და ქალაქის სტუმრებს თავის გასაოცარ ისტორიას უყვება
დღეს გოეთეს ქალაქის ქუჩებში „ანბანით მოთხრობილი საქართველო" თავის გასაოცარ ისტორიას უყვება ფრანკფურტელებს და ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ყველა სტუმარს უზიარებს თავის მრავალსაუკუნოვან კულტურას, ლიტერატურასა და ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის მერიაში საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მის პატივსაცემად ფრანკფურტის მერ პეტერ ფელდმანის სახელით გაიმართა.
-
2018-10-08 მამუკა ბახტაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, ისა ალბაშა ალნოაიმს შეხვდა.
-
2018-10-07 შეხვედრა ძიუდოისტებთან
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს, გურამ თუშიშვილს, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს - ვარლამ ლიპარტელიანსა და ამირან პაპინაშვილს შეხვდა. პრემიერმა პირადად მიულოცა გამარჯვება ქართველ ძიუდოისტებს და შემდგომი წარმატება უსურვა მათ.
-
2018-10-06 მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა.
-
2018-10-05 საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს
საქართველო და მოლდოვა ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებსაც საერთო ევროპული ინტერესი, ურთიერთპატივისცემა და ჩვენი ქვეყნებისადმი მსგავსი ხედვა აერთიანებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლდოველმა კოლეგამ პაველ ფილიპმა მთავრობის სახლში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
-
2018-10-05 მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპი მასპინძლობს. მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს.
-
2018-10-05 საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი, - შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა დღეს ქალაქ კიშინეუში მოაწერეს ხელი.
-
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე
უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოვახსენებ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ფილიპს მოლდოვაში, ამ ლამაზ ადგილზე სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობის მეთაურთა სხდომის მასპინძლობისთვის.
-
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა
სუამ-ის როლის გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, სუამ-ი-იაპონია, სუამ-ი-ამერიკის შეერთებული შტატების ფორმატების განვითარება განიხილეს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურების სხდომაზე, რომელიც დღეს მოლდოვაში გაიმართა.
-
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო.
-
2018-10-04 პრემიერ-მინისტრი 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.
-
2018-10-03 პრემიერ-მინისტრის განცხადება
მინდა, გამოვეხმაურო საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში
ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე და ჩვენ მას ვერ დავამარცხებთ, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტში
საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა რაც გვაქვს, არის სიღარიბე და ჩვენ მას ვერ დავამარცხებთ, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე: ჩვენ საქართველოს და ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური კაპიტალიზაციის ყველაზე დიდ შესაძლებლობას სწორედ მწვანე ეკონომიკაში ვხედავთ
ჩვენ საქართველოს და ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური კაპიტალიზაციის ყველაზე დიდ შესაძლებლობას სწორედ მწვანე ეკონომიკაში ვხედავთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრებს ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წევრებს ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდებს.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე: ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი
ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე: ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფინანსური ცენტრი მთელი რეგიონისთვის
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფინანსური ცენტრი მთელი რეგიონისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-10-03 აშშ სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.
-
2018-10-03 საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა
საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-10-03 საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით.
-
2018-10-03 საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-10-03 საქართველოსა და ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს ეგზავნება
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერა, რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტს ეგზავნება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ჰონგკონგმა ჩვენს რეგიონში გააფორმა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე - ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ ძალიან მაღალი დონის დინამიკას
ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დონის დინამიკა გვაქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც ბრიუსელში იმართება.
-
2018-10-03 პრემიერ-მინისტრი 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე: საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა და თვისებრივად ახალ სრულიად ეტაპზეა
ყველა შეხვედრაზე იქნა ხაზგასმით აღნიშნული, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე: 6 წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს
6 წლის წინ, ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-10-03 მამუკა ბახტაძე: საქართველო ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის
საქართველო ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-10-02 უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში ავსტრიის გამოცდილებას ეცნობიან
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები ავსტრიაში იმყოფებოდნენ.
-
2018-10-02 მამუკა ბახტაძე - ბერლინის კედლის ფრაგმენტი თბილისის შუაგულში გვახსენებს, რომ ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი, მათ შორის მავთულხლართები, ბოლოს მაინც ჩამოიშლება
გერმანიას ძვირფას მეგობრად მივიჩნევთ, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დახმარებას გვიწევს და მიგვიძღვება ამ რთულ გზაზე ევროპის ერთა ოჯახისკენ, რომელთანაც საზიარო ისტორია, კულტურა და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ღირებულებათა სისტემა გაგვაჩნია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
-
2018-10-02 პრემიერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის უმაღლესი დონის პრიორიტეტია და ამ პროცესში ევროპელი მეგობრების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-10-02 მამუკა ბახტაძე - განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა
განათლება და მეცნიერება უნდა იყოს ჩვენი ერის არა მარტო სოციალური ცხოვრების, არამედ, ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2018-10-02 მამუკა ბახტაძე - საქართველოს ძალიან დიდი სამეცნიერო ტრადიციები აქვს და ნამდვილად შეუძლია, იამაყოს თავისი სახელოვანი, მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში და ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რიგით 26-ე კომეტ-კოლაბორაციის საერთაშორისო ვორკშოპის გახსნისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.
-
2018-10-01 პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
-
2018-10-01 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს მეცხრე სხდომა გაიმართა
კომერციული პალატების შექმნისა და გადახდისუუნარობის რეფორმაზე იმსჯელეს ინვესტორთა საბჭოს მეცხრე სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
-
2018-10-01