-
2018-09-21 მამუკა ბახტაძემ და კრისტინ ლაგარდმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ვაშინგტონში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2018-09-21 პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხედვა გააცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ და მსოფლიო ბანკის როლი ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში იყო მთავარი სასაუბრო თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.
-
2018-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NED - ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა ისაუბრეს.