-
2018-09-17 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერ ჯონ კორნინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ კორნინს შეხვდა.
-
2018-09-17 მამუკა ბახტაძე - ისეთი ტიპის გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით მიღება, როგორიც არის კანაფის კულტივაცია, არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი
ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება; ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2018-09-17 მამუკა ბახტაძე გაეროში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს
გაეროში ჩემი გამოსვლის ძირითადი თემა იქნება ის გამოწვევები, ის მტკივნეული პრობლემები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას, დეპოპულაციას, სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2018-09-17 მამუკა ბახტაძე - ჯონ ბოლტონი გახლავთ საქართველოს დიდი მეგობარი და აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ აშშ-საქართველოს ძალიან მყარი სტრატეგიული ურთიერთობები
ჯონ ბოლტონი გახლავთ საქართველოს დიდი მეგობარი; მას აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის ძალიან მყარი სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და აშშ-ს შორის და სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-09-17 მამუკა ბახტაძე თეთრ სახლში ჯონ ბოლტონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრით დაიწყო.