-
2018-09-12 2018 წლის 12 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე IRI-ს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დანიელ თვინინგს შეხვდა.
-
2018-09-12 ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში წარმატებულად აფასებს
საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა და ესტონეთი მომავალშიც განაგრძობს მის მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე: ,,სამართალდამცავებს მარიხუანის მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი უნდა ჰქონდეთ, რათა საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ ზიანისა და მავნე ზეგავლენისაგან''
მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დადგა ახალი სამართლებრივი რეალობა - მარიხუანის პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
-
2018-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, - როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში.
-
2018-09-12 პრემიერ-მინისტრი მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობას სთავაზობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობისაკენ მოუწოდებს.
-
2018-09-12 პრემიერ-მინისტრმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
-
2018-09-12 პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება
საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მშპ-ში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი
ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც განათლების რეფორმის პრეზენტაცია დააანონსა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე - 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოში თითქმის 1 300 000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა
2018 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოში თითქმის 1 300 000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს თითქმის 10 პროცენტით აღემატება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე - 2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს მიაღწია
2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს და წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-09-12 თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
-
2018-09-12 ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება
ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება, - შესაბამის ცვლილებებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.