-
2018-09-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა, რომელიც თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - მე ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლის, „ქართული ოცნების“ და საზოგადოების წინაშე, დანარჩენი კი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია
ჩვენ მივყვებით სწორ გზას ევროპული დემოკრატიისკენ; „ქართული ოცნების" პოლიტიკური მსოფლმხედველობა გულისხმობს საქართველოს გარდაქმნას ევროპულ, საპარლამენტო დემოკრატიად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას, რამდენად სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის ის, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი შეძლებული ადამიანია.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ევროპის ბაზარი, რადგანაც ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი
მიმაჩნია, რომ ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ევროპის ბაზარი, რადგანაც ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი; სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სტრატეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს როლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2018-09-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს შეხვდა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - რუსული პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება
რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს გამოწვევას; არავისთვის არის სიახლე, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული მისწრაფებების შესახებ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას რამდენად სერიოზულია ყალბი ინფორმაციის, კერძოდ კი რუსეთის მიერ წახალისებული და დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების პრობლემა საქართველოში.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთადერთი წინაპირობაა ძლიერი ეკონომიკა და მტკიცე დემოკრატია, რომელშიც ყველას აქვს თავისი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა
ჩვენ გვჯერა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთადერთი წინაპირობა არის ძლიერი ეკონომიკა და მტკიცე დემოკრატია, რომელშიც ყველას აქვს თავისი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, არის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი
ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები წევრობისთვის და როცა წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველო მზად უნდა იყოს, შეუერთდეს როგორც ნატოს, ისე - ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა შეიძლება იქცეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ ქვაკუთხედად
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ყოველი მომდევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო მაღალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს
დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობას გულისხმობს - ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის ჩართულობას; ყველას თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციაზე გამოსვლა 11 სექტემბრის ტრაგედიისა და სენატორ მაკკეინის გახსენებით დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა 11 სექტემბრის ტრაგედიისა და საქართველოს მეგობრის - სენატორ ჯონ მაკკეინის გახსენებით დაიწყო.