-
2018-09-29 შეხვედრა სპორტსმენ მერაბ დვალიშვილთან
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს შეხვდა.
-
2018-09-28 მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში
ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში, ევროკავშირში და ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა 100 პროცენტით უჭერს მხარს ამ ინიციატივას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2018-09-28 მამუკა ბახტაძე - საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი
მომავალი წლის პირველი იანვრიდან ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მისცე მს საერთაშორისო კომპანიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან დაიწყებენ ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ბიზნესის კეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2018-09-28 მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავხადოთ უფრო მყარი და მტკიცე აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობები
მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწორედ საქართველო არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა დონეზე კონსენსუსი არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2018-09-28 მამუკა ბახტაძე - ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს
ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2018-09-28 მამუკა ბახტაძე - ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული
მსოფლიოში მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემის ეროზია და ბუნებრივია, ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2018-09-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე
ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია. დღეს 27 სექტემბერია - უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. 25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისათვის.
-
2018-09-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუმინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა
რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ძალისხმევას მომავალშიც განაგრძობს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოანისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-09-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა, - მომავალი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
-
2018-09-27 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას და მთავრობის მიერ ადამიანური კაპიტალის კიდევ უფრო განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, - ამის შესახებ ბიორჟ ბრენდემ ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2018-09-27 პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა.
-
2018-09-26 მამუკა ბახტაძე - საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია
საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს, - ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი ამ თემაზე ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში დღეს გაფორმდა.
-
2018-09-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს
ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
-
2018-09-25 პრემიერ-მინისტრმა და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს
საქართველო-ავსტრიის ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2018-09-25 ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს
ევროკავშირი საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს მიესალმება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
-
2018-09-25 ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას შესანიშნავს უწოდებს
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობასა შესანიშნავს უწოდებს და მეორე კომპაქტის წარმატებით განხორციელების პროცესს მიესალმება, - ამის შესახებ კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბროკ ბიერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-09-24 მამუკა ბახტაძე - გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ აგრესიას კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით ვპასუხობთ
არავინ ისე არ აფასებს მშვიდობას, როგორც ის, ვინც მისი ნაკლებობა საკუთარ თავზე განიცადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
-
2018-09-24 პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს შტაბბინაში გაიმართა.
-
2018-09-24 საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერაზე ისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
-
2018-09-24 ოქტომბერში საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს შეხვდა.
-
2018-09-24 მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს
საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
-
2018-09-23 პრემიერი ნიუ-იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა
განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ.
-
2018-09-21 მამუკა ბახტაძემ და კრისტინ ლაგარდმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ვაშინგტონში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2018-09-21 პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხედვა გააცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ და მსოფლიო ბანკის როლი ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში იყო მთავარი სასაუბრო თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.
-
2018-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NED - ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა ისაუბრეს.
-
2018-09-20 მამუკა ბახტაძე - ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა
ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2018-09-20 მამუკა ბახტაძემ და მაიკლ პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.
-
2018-09-20 მამუკა ბახტაძე - საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში
საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, აშშ-ის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-09-20 ინტერვიუ ტელეკომპანია ფოქსის გადაცემაში
ინტერვიუ ტელეკომპანია ფოქსის გადაცემაში Special Report
-
2018-09-20 პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.
-
2018-09-20 პრემიერ-მინისტრმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.
-
2018-09-19 მამუკა ბახტაძე სენატორ როჯერ უიკერს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სენატორს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს შეხვდა.პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სენატორს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს შეხვდა.
-
2018-09-19 პრემიერმა და „ამაზონის“ ხელმძღვანელმა პირებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალზე ისაუბრეს
საქართველოს მზარდი როლი ციფრულ მიმართულებაში, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და "ამაზონის" ვებსერვისების ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.
-
2018-09-19 მამუკა ბახტაძე - ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი
მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც; ვფიქრობ, ყველა ქართველს ეს ემოცია აერთიანებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა.
-
2018-09-19 IFES-ი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატებს და იდეებს შორის კარგი კონკურენციაა
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი უილიამ სუინი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატებს კამპანიის კონკურენტულ გარემოში წარმართვის საშუალება აქვთ, - ამის შესახებ უილიამ სუინიმ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-09-19 პრემიერმა და სენატორებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სენატორებმა ბობ კორკერმა და ბობ მენენდესმა აშშ-ის სენატში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2018-09-18 OPIC-ის პრეზიდენტი საქართველოს წინსვლას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევს
საქართველოს ეკონომიკა არის გახსნილი ინვესტიციებისთვის, - ამის შესახებ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
-
2018-09-18 პრემიერი ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და ქვეყნის რეგიონულ როლზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს, რომლებსაც American Enterprise Institute-ში შეხვდა.
-
2018-09-18 პრემიერ-მინისტრი სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.
-
2018-09-18 USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას მიესალმება
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა.
-
2018-09-17 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერ ჯონ კორნინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ კორნინს შეხვდა.
-
2018-09-17 მამუკა ბახტაძე - ისეთი ტიპის გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით მიღება, როგორიც არის კანაფის კულტივაცია, არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი
ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება; ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2018-09-17 მამუკა ბახტაძე გაეროში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს
გაეროში ჩემი გამოსვლის ძირითადი თემა იქნება ის გამოწვევები, ის მტკივნეული პრობლემები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას, დეპოპულაციას, სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2018-09-17 მამუკა ბახტაძე - ჯონ ბოლტონი გახლავთ საქართველოს დიდი მეგობარი და აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ აშშ-საქართველოს ძალიან მყარი სტრატეგიული ურთიერთობები
ჯონ ბოლტონი გახლავთ საქართველოს დიდი მეგობარი; მას აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის ძალიან მყარი სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და აშშ-ს შორის და სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-09-17 მამუკა ბახტაძე თეთრ სახლში ჯონ ბოლტონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრით დაიწყო.
-
2018-09-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
-
2018-09-14 პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.
-
2018-09-14 პრემიერ-მინისტრმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა
დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა...
-
2018-09-13 საქართველოს პრემიერი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა.
-
2018-09-13 საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის საზღვაო სტრატეგიას და პრემიერ-მინისტრის ხედვებს ამ მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევს
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი საქართველოს მთავრობის საზღვაო სტრატეგიას და პრემიერ-მინისტრის ხედვებს ამ მიმართულებით მაღალ შეფასებას აძლევს.
-
2018-09-13 პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მონაწილეებს მიმართა
საქართველო პოზიციონირებს, როგორც საზღვაო ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ამ პოზიციონირების პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.
-
2018-09-12 2018 წლის 12 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე IRI-ს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დანიელ თვინინგს შეხვდა.
-
2018-09-12 ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში წარმატებულად აფასებს
საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა და ესტონეთი მომავალშიც განაგრძობს მის მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე: ,,სამართალდამცავებს მარიხუანის მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი უნდა ჰქონდეთ, რათა საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ ზიანისა და მავნე ზეგავლენისაგან''
მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დადგა ახალი სამართლებრივი რეალობა - მარიხუანის პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
-
2018-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, - როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში.
-
2018-09-12 პრემიერ-მინისტრი მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობას სთავაზობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობისაკენ მოუწოდებს.
-
2018-09-12 პრემიერ-მინისტრმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
-
2018-09-12 პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება
საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მშპ-ში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი
ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც განათლების რეფორმის პრეზენტაცია დააანონსა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე - 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოში თითქმის 1 300 000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა
2018 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოში თითქმის 1 300 000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს თითქმის 10 პროცენტით აღემატება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-09-12 მამუკა ბახტაძე - 2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს მიაღწია
2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს და წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-09-12 თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
-
2018-09-12 ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება
ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება, - შესაბამის ცვლილებებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
-
2018-09-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა, რომელიც თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - მე ანგარიშვალდებული ვარ ამომრჩევლის, „ქართული ოცნების“ და საზოგადოების წინაშე, დანარჩენი კი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია
ჩვენ მივყვებით სწორ გზას ევროპული დემოკრატიისკენ; „ქართული ოცნების" პოლიტიკური მსოფლმხედველობა გულისხმობს საქართველოს გარდაქმნას ევროპულ, საპარლამენტო დემოკრატიად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას, რამდენად სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის ის, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი შეძლებული ადამიანია.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ევროპის ბაზარი, რადგანაც ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი
მიმაჩნია, რომ ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ევროპის ბაზარი, რადგანაც ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი; სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სტრატეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს როლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2018-09-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს შეხვდა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - რუსული პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება
რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს გამოწვევას; არავისთვის არის სიახლე, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული მისწრაფებების შესახებ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას რამდენად სერიოზულია ყალბი ინფორმაციის, კერძოდ კი რუსეთის მიერ წახალისებული და დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების პრობლემა საქართველოში.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთადერთი წინაპირობაა ძლიერი ეკონომიკა და მტკიცე დემოკრატია, რომელშიც ყველას აქვს თავისი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა
ჩვენ გვჯერა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთადერთი წინაპირობა არის ძლიერი ეკონომიკა და მტკიცე დემოკრატია, რომელშიც ყველას აქვს თავისი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, არის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი
ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები წევრობისთვის და როცა წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველო მზად უნდა იყოს, შეუერთდეს როგორც ნატოს, ისე - ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა შეიძლება იქცეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ ქვაკუთხედად
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ყოველი მომდევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო მაღალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძე - დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს
დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობას გულისხმობს - ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის ჩართულობას; ყველას თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
-
2018-09-11 მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციაზე გამოსვლა 11 სექტემბრის ტრაგედიისა და სენატორ მაკკეინის გახსენებით დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა 11 სექტემბრის ტრაგედიისა და საქართველოს მეგობრის - სენატორ ჯონ მაკკეინის გახსენებით დაიწყო.
-
2018-09-10 მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არა ბაბლოიანს შეხვდა.
-
2018-09-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.
-
2018-09-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებები
ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე მეგობრულ ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში.
-
2018-09-10 მამუკა ბახტაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
-
2018-09-10 მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. მთავრობის მეთაურს "ზვართნოცის" საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დახვდა.
-
2018-09-07 მამუკა ბახტაძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.
-
2018-09-07 მამუკა ბახტაძე - ფოკუსირებული ვართ, რათა საქართველოში შევქმნათ კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი
„ჩვენ ვართ მთლიანად ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პროგრესული ალიანსის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში" განაცხადა.
-
2018-09-07 თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება
თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2018-09-06 2018 წლის 6 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილა.
-
2018-09-06 მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეაფასა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ვიზიტი შეაფასა.
-
2018-09-06 საქართველოს 69 საჯარო სკოლა უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი
საქართველოს 69 საჯარო სკოლა, რომელთაგან 50 რეგიონებში მდებარეობს, უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი, - აღნიშნული ინიციატივა მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
-
2018-09-06 მამუკა ბახტაძემ ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტი შეაფასა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
-
2018-09-06 მამუკა ბახტაძემ ბაქოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაქოში ვიზიტის შედეგები და იქ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრები შეაჯამა.
-
2018-09-06 მამუკა ბახტაძე - ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენის ხარჯი მინიმუმამდე შეუმცირდეს
ასაკით პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ, - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
-
2018-09-06 მამუკა ბახტაძე ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო მის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
-
2018-09-06 მამუკა ბახტაძე ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას შესაბამის ორგანოებს შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს, - როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.
-
2018-09-06 მამუკა ბახტაძე - დღგ-ს დაბრუნების რეფორმით წელს ქართულ ეკონომიკაში ნახევარ მილიარდ ლარამდე თანხის დაბრუნებას ვგეგმავთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ მეწარმეებს დღგ-ს დაბრუნების სისტემაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს, - როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული რეფორმით წელს ქართული ბიზნესისთვის ნახევარ მილიარდ ლარამდე ოდენობის თანხის დაბრუნება იგეგმება.
-
2018-09-05 შეხვედრა ესტონეთის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა.
-
2018-09-04 შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტარო კონოსთან.
-
2018-09-04 მამუკა ბახტაძე - ევროპული სკოლა არის პროექტი მომავალი თაობისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, დემოკრატიული წინსვლისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის
"აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა" - ეს არის სიახლე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-09-04 პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება.
-
2018-09-01 პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას შატილში “შატილობა 2018” მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შატილში მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული "შატილობა" მიულოცა.