-
2018-08-21 პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტ სინტია ჰუგერის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.
-
2018-08-21 პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის მეჩეთში მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
-
2018-08-21 შეხვედრა იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მე-8 ქართულ-გერმანული სემინარის ფარგლებში იმყოფებიან. სემინარი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის" (GGSB) ფარგლებში იმართება.