-
2018-08-01 პრემიერ-მინისტრმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა.
-
2018-08-01 მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურისა და თავდადებისთვის ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ
ჩვენთვის, ქართველებისთვის მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის, თავდადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ და ეს საერთაშორისო სწავლებაც სწორედ ამ სახელს ატარებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სწავლება ,,ღირსეული პარტნიორის" მონაწილეებს, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და ამჯერად კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია.