საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2018-07-05 მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    1776 წლის 4 ივლისს ხელი მოეწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც თითოეული ამერიკელისთვის დღესასწაულია; ჩემთვის კი ეს გახლავთ სიმბოლო ბრძოლისა თავისუფლებისთვის, ერთიანობისა და ერის ფასეულობებისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ საზეიმო მიღებაზე.

  • 2018-07-05 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცია

    სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.