-
2018-07-11 ახალი ინიციატივა ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობაზე
ეს ცვლილება იქნება დიდი შეღავათი სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ნატურალური რძისა და მისგან წარმოებული პროდუქტის დღგ-სგან გათავისუფლებას გულისხმობს.
-
2018-07-11 მთავრობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეკოლოგია დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.
-
2018-07-11 პრემიერი - წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება, დაახლოებით, 1000 ავტომობილით; ასევე, შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება
მე წინა ბრიფინგზე განვაცხადე, რომ გარკვეულ სტრუქტურებში ის ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით არის მიუღებელი და ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი.
-
2018-07-11 პრემიერი ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე - ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი
მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-07-11 მამუკა ბახტაძე - შალვა თადუმაძე როგორც პროფესიულ, ისე სამეცნიერო წრეებში ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შერჩეულ შალვა თადუმაძეს დამტკიცების პროცესში წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ის დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს ძალიან ღირსეულად გაართმევს.
-
2018-07-11 მამუკა ბახტაძე - მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა ძალიან დაბალია და საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში
რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში; აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება სტრუქტურული, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2018-07-11 მამუკა ბახტაძე სმიტების ოჯახის ტრაგედიაზე - დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე
დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სმიტების ოჯახის ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-07-11 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იანოშ ჰერმანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.