-
2018-06-29 2018 წლის 29 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.
-
2018-06-29 OPIC-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - ახალ საინვესტიციო პროექტებზე კორპორაციის მმართველმა დირექტორმა კენეტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ისაუბრა.
-
2018-06-29 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდს შეხვდა.
-
2018-06-29 მამუკა ბახტაძე - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის განხორციელება კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
2014 წლის 27 ივნისი ისტორიული თარიღია ჩვენი ერისთვის, რომელმაც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
-
2018-06-29 ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება - პრემიერ-მინისტრი ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გამოეხმაურა
მიმდინარე კვირაში გაფორმდა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჰონგ-კონგთან. ჰონგ-კონგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ცენტრი და აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება.
-
2018-06-29 მამუკა ბახტაძე - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოხდა, მართლაც, ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის კონგრესში რეგისტრირდება მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ ვიღებთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე, მათ შორის კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა.
-
2018-06-29 მამუკა ბახტაძე - ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეგობრისა და მხარდამჭერის ლიეტუვის სეიმს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის.
-
2018-06-29 მამუკა ბახტაძე - 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნან
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ინიციატივა 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2018-06-29 საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას გამოეხმაურა
მიმდინარე წლის 27 ივნისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად დაამტკიცა ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა, რითაც საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა 42.25 მლნ აშშ დოლარი - საკითხს დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.
-
2018-06-29 მამუკა ბახტაძე - მაისში 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ნათელი დადასტურებაა
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5% მიაღწია, რაც არის იმის ნათელი დადასტურება, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებს.
-
2018-06-28 2018 წლის 29 ივნისს, 11:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 12 საკითხი
-
2018-06-27 პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
-
2018-06-27 პრემიერი ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს, - უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადგილზე გაეცნო.
-
2018-06-27 მამუკა ბახტაძე - განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა
როდესაც დგახარ ისტორიული კოლხეთის მიწაზე, წარმოუდგენელია, არ გქონდეს შეგრძნება, რამხელა წვლილი მიუძღვის ამ უძველეს კულტურას საერთო ევროპული ცივილიზაციის შექმნაში; როდესაც დგახარ ამ უძველეს მიწაზე, ამავე დროს გრძნობ, რომ დგახარ ხიდზე, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნების შეუქცევადობა, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეხვედრა დღეს ზუგდიდის მოსახლეობასთან.
-
2018-06-27 ჩვენი გულის წადილი აუცილებლად ახდება, დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა-მიმართა პრემიერმა დევნილებს, რომელთაც ზუგდიდში ახალი ბინები გადაეცათ
„თითოეული ჩვენგანისთვის ემოციური დღეა - დღეს 240 ქართული ოჯახი მიიღებს ბინას, მიიღებს ადგილს, სადაც იცხოვრებს. ადგილს, საიდანაც შეძლებენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ იარონ ბაღებსა და სკოლებში. ეს ძალიან მნიშნველოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ შეგვიცვლის ჩვენს მთავარ გულის ტკივილს. დღეს არ არის მოსალოცი დღე, მოსალოცი გვექნება მაშინ, როდესაც აღდგება სამართლიანობა და ყველა დავუბრუნდებით ჩვენს ოჯახებს," - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დევნილ ოჯახებს, რომელთაც ზუგდიდში დღეს ახალი ბინები გადაეცათ.
-
2018-06-27 პრემიერ-მინისტრმა გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც დღეს ზუგდიდში მოინახულა.
-
2018-06-26 საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2018-06-26 2018 წლის 26 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.
-
2018-06-26
-
2018-06-26 მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება
საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. „მცირე მთავრობის" კონცეფციაზე, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული იქნება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
-
2018-06-26 დადგენილების პროექტი - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ ახლადფორმირებულმა მთავრობამ პირველივე სხდომაზე განიხილა
პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას დაგპირდით, რომ მთავრობის პირველივე სხდომაზე ჩვენ წარმოვადგენდით ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს.
-
2018-06-26 სოფო ჯაფარიძემ კიევში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში კიევში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მონაწილეებსა და უკრაინის მთავრობას გაუზიარა საქართველოს გამოცდილება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მიმართულებით.
-
2018-06-25 მამუკა ბახტაძემ ბათუმში „სამეწარმეო მარკეტი“ დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.
-
2018-06-25 მამუკა ბახტაძე - აჭარაში არსებობს საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში საჭიროებს გამოსწორებას და შესაბამისი დავალებები უკვე გაცემულია
აჭარა კარგად ხვდება ტურისტულ სეზონს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დავალებები ეხება მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
-
2018-06-25 პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა
„დღეს დასრულდა ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ვხსნით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, რომელიც, ამავე დროს, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დღეიდან, სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ამ, ახალ გზაზე გადაერთვება. ეს გახლავთ 32 კილომეტრიანი გზა 2 გვირაბითა და 15 ხიდით. მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე, თითქმის, 1200 მეტრი გახლავთ,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2018-06-25 მამუკა ბახტაძე - ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვავითაროთ ქართული ფლოტი
იყო მეზღვაური, ეს ნიშნავს, იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი; ქართველი მეზღვაურები ყოველთვის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სიმამაცითა და რთულ სიტუაციებში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-06-24 მამუკა ბახტაძე - საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან
საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ოლიმპიელებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
-
2018-06-21 პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
-
2018-06-20 პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
პირველ რიგში მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვაპირებთ, საქართველოში განვახორციელოთ ინტენსიური რეფორმები.
-
2018-06-20 საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
99 ხმით - 6-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
-
2018-06-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა
როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები.
-
2018-06-08 2018 წლის 8 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2018-06-08 გუდაური სამჯერ გაიზრდება
დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის; ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურ კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც გუდაურის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია დამტკიცდა.
-
2018-06-08 გიორგი კვირიკაშვილი - 2018 წლის მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება
ძალიან გვახარებს ყველას, რომ 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა 2018 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 6.5%-ს შეადგენს. და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში.
-
2018-06-08 მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება
აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება, - პროექტს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.
-
2018-06-08 პრემიერ-მინისტრის განცხადება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე
ბუნებრივია, მთავრობის დღევანდელ სხდომას ვიწყებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით, რომელმაც საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია და დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ყველასთვის და ასევე საზოგადოებისთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობისაა. ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად.
-
2018-06-08 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის
საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის, მიმდინარე თვის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-06-07 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, - როგორც პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის - ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის დამტკიცებაში, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
-
2018-06-07 „ბლაუენშტაინ საქართველო“ ინვესტიციების გაზრდას და წარმოების გაფართოებას გეგმავს
ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო" ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას, წარმოების გაფართოებას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-06-06 პრემიერი ტოჩინოშინს შეხვდა
პირველი ქართველი ოძეკი სამშობლოშია. ტოჩინოშინის გამარჯვებებით ქართველ და იაპონელ ხალხს შორის სერიოზული ხიდი გაჩნდა.
-
2018-06-05 შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის წარმომადგენლებთან
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, დადებითი ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის ხელმძღვანელობით გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2018-06-05 პრემიერ-მინისტრის განცხადება
მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.
-
2018-06-04 შალვა თადუმაძე - განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომლებზეც ამ დღეების განმავლობაში კითხვები არსებობდა
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა - მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ადვოკატებთან, აგრეთვე, სარალიძის ოჯახთან და მის ადვოკატებთან, დადუნაშვილის მშობელთან და მის ადვოკატთან.
-
2018-06-04 პრემიერ-მინისტრი ლევან დადუნაშვილის მამას ადვოკატთან და ომბუდსმენთან ერთად შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამას, ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა.
-
2018-06-04 პრემიერ-მინისტრი სარალიძეების ოჯახს, ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მშობლებს, მათ ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა.
-
2018-06-04 პრემიერ-მინისტრი მალხაზ მაჩალიკაშვილს ადვოკატებთან და ომბუდსმენთან ერთად შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს მის ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა.
-
2018-06-03 გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე მაქსიმალურად გაეცეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა
პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, შევაჯერეთ პოზიციები. როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება.
-
2018-06-01 პრემიერ-მინისტრის განცხადება
ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით.