-
2018-05-10 2018 წლის 10 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა.
-
2018-05-10 თედო ჯაფარიძე - საქართველო ყოველთვის იყო და არის პროდასავლური კურსის ერთგული
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და პროდასავლურ კურსზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძემ კონფერენციაზე - "საქართველოს პირველირესპუბლიკის 100 წლის იუბილე: საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი", რომელიც ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში გაიმართა.
-
2018-05-10 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. პროექტის ღირებულება 17 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მისი დასრულების შემდგომ, ნორიოში, მარტყოფში, ახალსოფელში, ახალ სამგორსა და ვაზიანში მცხოვრები 35 000 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
-
2018-05-10 ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში
„იუსტიციის სამინისტრო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებაა. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და სამწუხაროდ, ეს რიცხვი ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2018-05-10 საქართველო ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს
საქართველო ენერგეტიკის, ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს, - შესაბამისი განზრახულობათა დეკლარაცია საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ფორმდება.
-
2018-05-10 გიორგი კვირიკაშვილი - უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ
უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს მიერ დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ, ეს კი უდავოდ არის იმის აღიარება, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ახალ-ახალი კომპონენტები ემატება, წარმატებით ხორციელდება და ქვეყნის სწრაფი განვითარების რეალურ და ხელშესახებ შედეგებზეა გათვლილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ფინანსთა მინისტრის ვიზიტებს გამოეხმაურა.
-
2018-05-10 პრემიერ-მინისტრი საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნას მიესალმება
93 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და 300 ახალი სამუშაო ადგილი თბილისში, - მაღალტექნოლოგიური, სამხრეთ კავკასიაში მსგავსი მასშტაბის პირველი ავიანაწილების საამქროს, ATC-ის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2018-05-10 ახალი პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის - "Save the Children Nederland" მხარდაჭერით ახორციელებს, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას.
-
2018-05-10 გიორგი კვირიკაშვილი - სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში
სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში.
-
2018-05-10 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდება - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-05-10 პრემიერმა თვითმფრინავის ნაწილების ქარხანა ATC გახსნა
საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება, - სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენთან ერთად გახსნა.
-
2018-05-10 2018 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 19 საკითხი