-
2018-05-30 მიღება სომხეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომეხ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა.
-
2018-05-30 ოფიციალური სადილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის თანმხლებ დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ.
-
2018-05-30 “გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის“ მშენებლობის მიმდინარეობას პრემიერ-მინისტრი გაეცნო
ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად ვითარდება ენერგო-სექტორში გენერაციის მიმართულება. დაახლოებით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ექსპლუატაციაში შევიდა პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ" „საპარტნიორო ფონდთან" ერთად დააფინანსა და „საპარტნიორო ფონდმა" ეს პროექტი წარმატებით დაასრულა.
-
2018-05-30 საქართველოსა და სომხეთის პრემიერების განცხადებები მედიისთვის
უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო ჩვენს პატივცემულ სტუმარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს.
-
2018-05-30 საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა
ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც, საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-05-30 საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
-
2018-05-30 სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველად ეწვია.
-
2018-05-29 პრემიერმა 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე იყო ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რომლითაც ყველას გავაგებინეთ, რომ ჩვენ ყველაზე ძველი ევროპული ტრადიციის ქვეყანა ვართ.
-
2018-05-29 მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგი CNCEC საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის
საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაი ჰეგენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-05-28 პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა
„მაქვს პატივი, გულითადად მოგილოცოთ პირადად თქვენ, ბატონო ელჩო, და მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს ეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე.
-
2018-05-27 გამოსვლა ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“
მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, საქართველოს მხარდაჭერას მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-05-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
-
2018-05-27 სადღესასწაულო მიღება 26 მაისთან დაკავშირებით
დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა,
-
2018-05-27 26 მაისის საზეიმო კონცერტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.
-
2018-05-26 პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა
საფრანგეთი იდგა საქართველოს გვერდით ყველა მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში, რაც მომავალშიც გაგრძელდება,- ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2018-05-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ვიცე-პრემიერს ანა ბირჩალს შეხვდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.
-
2018-05-26 შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.
-
2018-05-26 პრემიერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები
მინდა, გულითადად მივესალმო ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს საქართველოში.
-
2018-05-26 დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული ინსცენირება
26 მაისი, 17:10 საათი, თბილისი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - ზუსტად ის დრო, იმ ადგილას, სადაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნა.
-
2018-05-26 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია“
ჩვენთვის უდიდესი პატივია დღეს თქვენი ყოფნა საქართველოში, სადაც ყველანი ერთად ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.
-
2018-05-26 მაღალი რანგის სტუმრების პატივსაცემად გამართული ოფიციალური სადილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ოფიციალურ სადილზე, საქართველოში სტუმრად მყოფ მაღალი რანგის პირებს უმასპინძლეს.
-
2018-05-26 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე
ბატონებო, ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, წელს იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს. ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები.
-
2018-05-26 მაღალი რანგის სტუმრების დახვედრის ოფიციალური ცერემონია
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოწვეული სახელმწიფოების მეთაურებისა და მაღალი რანგის სტუმრების პატივსაცემად, დახვედრის ოფიციალური
-
2018-05-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.
-
2018-05-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით, - ამ სიტყვებით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს დღეს გამრთულ შეხვედრაზე.
-
2018-05-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე
მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, პოლონეთის პრეზიდენტს, ბატონ ანჯეი დუდას, სლოვაკეთის პრეზიდენტს, ბატონ ანდრეი კისკას,
-
2018-05-25 პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი იმყოფება.
-
2018-05-25 პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა.
-
2018-05-25 დალია გრიბაუსკაიტე გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე
საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე, - ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-05-25 ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-05-25 პრემიერი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს საქართველოს ზამთრის კურორტებზე
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას.
-
2018-05-25 ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და გამოხატულია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს ჭარბვალიანობით გამოწვეული არანაირი რყევა არ დაემუქროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
-
2018-05-25 პრემიერი სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამოეხმაურა
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილ მასობრივ დარღვევებს და დანაშაულებებს.
-
2018-05-25 გიორგი კვირიკაშვილი - ტოჩინოშინი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მისმა გამარჯვებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით
მინდა, ყველას მოგილოცოთ ტოჩინოშინის უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის.
-
2018-05-25 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა
აშშ-ში საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის შედეგად, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები სხვადასხვა განზომილებით მდიდრდება; რეგიონში საქართველოს პოზიციიდან და აშშ-თან ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მნიშვნელობა იზრდება.
-
2018-05-25 გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას
სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც გახლავთ კიდევ ერთი დასტური - ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა.
-
2018-05-25 პრემიერ-მინისტრი - ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას ეძღვნება
1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები - „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა."
-
2018-05-25 საქართველო ლიტვის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას გამოიყენებს
საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ ლიტვასთან ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს, - აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2018-05-25 2018 წლის 25 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.
-
2018-05-25 პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა
პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 24 მაისს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
-
2018-05-24 2018 წლის 25 მაისს, 12:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 36 საკითხი
-
2018-05-24 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მესამე სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მესამე სხდომა გაიმართა.
-
2018-05-24 ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი აარჩია
ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO) ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, ვლადიმერ მკერვალიშვილი აარჩია.
-
2018-05-24 გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ი დღევანდელ მსოფლიოში არის საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული მხარდამჭერი პარტნიორი
აშშ-ში შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან გვქონდა ძალიან ღია, საგნობრივი განხილვა აბსოლუტურად ყველა საკითხისა, რომელიც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგში დგას.
-
2018-05-24 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საკუთარ სახლში უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.
-
2018-05-24 საზეიმო მიღება აშშ-ის მშვიდობის ინსტიტიტში
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც აშშ-ის პოლიტიკური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
-
2018-05-23 კონგრესმენი როისი - საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში
საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა და თანათავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს.
-
2018-05-23 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2018 წლის 23 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
-
2018-05-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე - “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი”
ჩემთვის დიდი პატივია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიური კონფერენციის გახსნა. მადლობას მოვახსენებ ნენსი ლინდბორგს და აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ბევრ მეგობარს Heritage Foundation-იდან, ამ შეხვედრის მასპინძლობისთვის.
-
2018-05-22 შეხვედრა კონგრესმენებთან - როსკამსა და პრაისთან
ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა აშშ-ის კონგრესში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2018-05-22 ლინდსი გრემი - საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ამავდროულად, ამას ახორციელებს უაღრესად გონივრულად და რაციონალურად
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ამავდროულად, ამას ახორციელებს უაღრესად გონივრულად და რაციონალურად,- ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" სენატორმა ლინდსი გრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-05-22 შეხვედრა სენატორებთან - რონ ჯონსონსა და კრის მერფისთან
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, - ამის შესახებ სენატორებმა - რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.
-
2018-05-22 აშშ-ის კონგრესში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2018-05-21 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა
ვაშინგტონში, "ვოლტერ რიდის" ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მკურნალობს, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.
-
2018-05-21 ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
-
2018-05-21 პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებები
გმადლობთ, ბატონო მდივანო პომპეო, ძალიან თბილი სიტყვებისთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის ჩატარების თაობაზე.
-
2018-05-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.
-
2018-05-20 გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
-
2018-05-18 საქართველოში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით მსოფლიოს ლიდერი სკოლა - Les Roches შემოდის
მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches საქართველოში ოპერირებას იწყებს.
-
2018-05-18 გიორგი კვირიკაშვილი - ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა
ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა.
-
2018-05-18 პრემიერ-მინისტრმა „საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი გახსნა
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს რეგიონულ დირექტორს - ლუის ფონსეკა დე ალმეიდას, ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს - ეამონ ბრენანს, მივესალმები ძვირფას სტუმრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დღეს ჩვენ საქართველოს აერონავიგაციის 25 წლის იუბილეს „საქაერონავიგაციის" საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობის და სასწავლო ცენტრის გახსნით აღვნიშნავთ. მართლაც მეამაყება, რომ 2014 წელს, ეკონომიკის მინისტრის რანგში, მხვდა პატივი, საფუძველი ჩამეყარა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის.
-
2018-05-18 ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე
არ შემიძლია, არ მოგილოცოთ ის წარმატება, რომელიც გუშინ საღამოს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ ბაკურიანი და გუდაური ხდება მსოფლიო მიმართულება.
-
2018-05-18 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ნატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ.
-
2018-05-18 საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში - თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები - ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს.
-
2018-05-16 სოფო ჯაფარიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სტავროს ლამბრინიდის შეხვდა.
-
2018-05-16 პრემიერ-მინისტრმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, ბატონის მუზეუმი გახსნა, რომლის მშენებლობაც რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. „დღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა!
-
2018-05-16 გამოსვლა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესზე
ჩვენთვის ძალიან საპატიო და სასიხარულოა, რომ პირველი დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 97 წლის თავზე ჩვენ ვმასპინძლობთ ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესს.
-
2018-05-16 მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარს გამოუყოფს
თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ.
-
2018-05-15 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ამიტომ, ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია.
-
2018-05-15 პრემიერმა ახლად გახსნილი სასტუმრო - „Stamba Hotel“ დაათვალიერა
45 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული ამ სასტუმროში. მთლიანად, „აჭარა ჯგუფში", დაახლოებით, 5 500 ადამიანია დასაქმებული.
-
2018-05-15 გიორგი კვირიკაშვილი - დღეიდან 3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი
დღეიდან 3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-05-15 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის „ჯეიმსთაუნის ფონდის“ დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის „ჯეიმსთაუნის ფონდის" დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს რეგიონული ტურის (თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო) ფარგლებში სტუმრობენ.
-
2018-05-15 საქართველოს მთავრობა უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციას „ქალებზე, მშვიდობასა, უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების გამოცდილებას უზიარებს
„ქალებზე, მშვიდობასა უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების პროცესში საქართველოს გამოცდილებას უკრაინისა და მოლდოვის დელეგაცია ეცნობა.
-
2018-05-14 პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უშიშროების საბჭომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა.
-
2018-05-14 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, მთავრობა, ფართო ჩართულობით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
-
2018-05-14 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო გასული ორი დღის მოვლენებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს.
-
2018-05-14 პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია, რეგიონში კი, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ლიდერია.
-
2018-05-13 პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
მოგესალმებით! მინდა, გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, დილიდან, ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობენ.
-
2018-05-11 თედო ჯაფარიძე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორ ფიონა ჰილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორს ევროპისა და რუსეთის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.
-
2018-05-11 სატელეფონო საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან
სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2018-05-10 2018 წლის 10 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა.
-
2018-05-10 თედო ჯაფარიძე - საქართველო ყოველთვის იყო და არის პროდასავლური კურსის ერთგული
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და პროდასავლურ კურსზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძემ კონფერენციაზე - "საქართველოს პირველირესპუბლიკის 100 წლის იუბილე: საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი", რომელიც ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში გაიმართა.
-
2018-05-10 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. პროექტის ღირებულება 17 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მისი დასრულების შემდგომ, ნორიოში, მარტყოფში, ახალსოფელში, ახალ სამგორსა და ვაზიანში მცხოვრები 35 000 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
-
2018-05-10 ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში
„იუსტიციის სამინისტრო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებაა. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან და სამწუხაროდ, ეს რიცხვი ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2018-05-10 საქართველო ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს
საქართველო ენერგეტიკის, ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს, - შესაბამისი განზრახულობათა დეკლარაცია საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ფორმდება.
-
2018-05-10 გიორგი კვირიკაშვილი - უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ
უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს მიერ დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ, ეს კი უდავოდ არის იმის აღიარება, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ახალ-ახალი კომპონენტები ემატება, წარმატებით ხორციელდება და ქვეყნის სწრაფი განვითარების რეალურ და ხელშესახებ შედეგებზეა გათვლილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ფინანსთა მინისტრის ვიზიტებს გამოეხმაურა.
-
2018-05-10 პრემიერ-მინისტრი საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნას მიესალმება
93 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და 300 ახალი სამუშაო ადგილი თბილისში, - მაღალტექნოლოგიური, სამხრეთ კავკასიაში მსგავსი მასშტაბის პირველი ავიანაწილების საამქროს, ATC-ის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2018-05-10 ახალი პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის - "Save the Children Nederland" მხარდაჭერით ახორციელებს, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას.
-
2018-05-10 გიორგი კვირიკაშვილი - სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში
სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში.
-
2018-05-10 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდება - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-05-10 პრემიერმა თვითმფრინავის ნაწილების ქარხანა ATC გახსნა
საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება, - სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენთან ერთად გახსნა.
-
2018-05-10 2018 წლის 10 მაისს, 16:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 19 საკითხი
-
2018-05-09 საზეიმო სადილი ვეტერანებთან ერთად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წლის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა.
-
2018-05-09 მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთ თვეში გახდება ცნობილი
მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია კანონით დადგენილი წესით, რაც ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას, მათ შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შალვა თადუმაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
-
2018-05-09 პრემიერ-მინისტრმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქვეყნის გადარჩენისთვის თავი გაწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც, მთავრობის წევრებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
-
2018-05-08 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა.
-
2018-05-08 საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცეს
ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მომავალშიც გავაგრძელოთ წარმატებული სვლა ევროპისკენ;
-
2018-05-08 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია სამუშაო ჯგუფმა განიხილა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შემუშავებულ საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა.
-
2018-05-07 პრემიერმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა.
-
2018-05-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
-
2018-05-07 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე
მოგესალმებით, მეგობრებო! ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ახალგაზრდები ესწრებიან. ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებასა და განათლების სისტემის მომავალს უკავშირდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული.
-
2018-05-06 სვანეთში „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის" პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.
-
2018-05-05 სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" პირველი ყოველწლიური ფორუმის მონაწილეებს ახალციხეში სიტყვით მიმართა.
-
2018-05-05 აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს
აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ბობ გუდლატის ხელმძღვანელობით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.
-
2018-05-04 შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.
-
2018-05-03 2018 წლის 3 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა.
-
2018-05-03 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით 5 მლნ ლარი გამოიყო
2017-2018 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 5 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2018-05-03 მთავრობა ახალ აიპ-ს ქმნის, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის", რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას.
-
2018-05-03 საქართველო თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით რეგიონში მოწინავე ქვეყანა ხდება
მოგეხსენებათ, 1-ლი მაისიდან საქართველოში ამოქმედდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით.
-
2018-05-03 საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი
დღეს ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებოსიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე. ის ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც.
-
2018-05-03 მთავრობის მეთაური საქველმოქმედო სპორტულ მარათონს -WINGS FOR LIFE გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქველმოქმედო სპორტულ მარათონს - WINGS FOR LIFE გამოეხმაურა და ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
-
2018-05-03 საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს
საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს, - გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.
-
2018-05-03 თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება
თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-05-03 პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს
3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. მინდა, მოგილოცოთ მედიის წარმომადგენლებს! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით.
-
2018-05-03 „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე მოდელების გათვალისწინებით, ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები და გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას. კერძოდ:
-
2018-05-03 გიორგი კვირიკაშვილი - ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საკითხზე - „კონფლიქტი საქართველოში“ ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურებაა
მივესალმებით ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საკითხზე - „კონფლიქტი საქართველოში", რომელიც არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება.
-
2018-05-02 2018 წლის 3 მაისს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 35 საკითხი
-
2018-05-02 საქართველოს მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრო
მე პირადად მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, იქნებოდა პრობლემების მეტი ანალიზი და ასევე საუბარი შეეხებოდა მათი მოგვარების გზებს.
-
2018-05-01 პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად შსს-ს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
ძალიან მახარებს, რომ შსს-ში რეფორმები მიმდინარეობს წარმატებულად. დღეს ჩვენ გავხსენით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მომსახურების ახალი ცენტრი, სადაც მოქალაქეები მიიღებენ აბსოლუტურად ყველა საპოლიციო მომსახურებას. დაახლოებით 500-მდე მოქალაქე შეძლებს დღის განმავლობაში აქ მომსახურების მიღებას.
-
2018-05-01 პრემიერ-მინისტრი წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.