-
2018-04-25 სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე რელიგიათაშორის დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს" და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა შეხვედრა - „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის თემაზე", რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგები წარადგინეს.
-
2018-04-25 IOC მიესალმება საქართველოს ინტერესს, 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ
საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი; ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას, 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ, - ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნავალ ელ მუტავაკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.