საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2018-04-18 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ვერნერ ლიპახთან

    საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული წარმატებები და საქართველოსადმი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მტკიცე მხარდაჭერა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალი გენერალური დირექტორის, ვერნერ ლიპახის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.