-
2018-04-30 სამუშაო ვახშამი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარფაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს სამუშაო ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.
-
2018-04-30 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2018-04-30 27 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან
სრულიად საქართველოს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს! ვულოცავ შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს!
-
2018-04-30 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველოში ნატოს დღეების შემაჯამებელ ღონისძიებას - ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება თბილისში და, შეიძლება ითქვას, უკვე მნიშვნელოვან ტრადიციადაც ჩამოყალიბდა.
-
2018-04-29 სამუშაო ვახშამი ვეს მიტჩელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელს, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია
-
2018-04-27 2021 წელს საქართველო კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს
2018 წლის 18-19 აპრილს ქ. ლუქსემბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ EPA-ს 32 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი.
-
2018-04-26 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა პოლონელ მეცნიერებთან
სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პოლონეთის უნივერსიტეტების აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა.
-
2018-04-26 შალვა თადუმაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა
საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შალვა თადუმაძისა და ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეხვედრის მთავარი თემები.
-
2018-04-25 სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე რელიგიათაშორის დიალოგში მიიღო მონაწილეობა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს" და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა შეხვედრა - „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის თემაზე", რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგები წარადგინეს.
-
2018-04-25 IOC მიესალმება საქართველოს ინტერესს, 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ
საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი; ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას, 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ, - ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნავალ ელ მუტავაკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2018-04-19 Gebrüder Weiss-ი საქართველოში 2 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს
მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-04-19 გიორგი კვირიკაშვილი - ADB მომავალ საქმიანობაში აქცენტს იღებს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვიზიტი შედგა გუშინ.
-
2018-04-19 მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა, - მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს.
-
2018-04-19 პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის EFF პროგრამის წარმატებით დასრულებას გამოეხმაურა
მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.
-
2018-04-19 მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა, - ახალი საპარლამენტო მდივანი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
-
2018-04-19 საქართველოში ნატოს დღეები აღნიშნება
16 აპრილს დაიწყო და 1-ელ მაისამდე გრძელდება საქართველოში ნატოს დღეები, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.
-
2018-04-19 სოფო ჯაფარიძემ სტოკჰოლმის გენდერული თანასწორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ, სტოკჰოლმის გენდერული თანასწორობის ფორუმის ფარგლებში, მაღალი დონის თემატურ პანელში მონაწილეობა მიიღო.
-
2018-04-18 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ვერნერ ლიპახთან
საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული წარმატებები და საქართველოსადმი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მტკიცე მხარდაჭერა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ახალი გენერალური დირექტორის, ვერნერ ლიპახის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2018-04-16 სოფო ჯაფარიძე - საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა", რომელიც არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით აერთიანებს ცალკეულ უწყებათა ძალისხმევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
-
2018-04-16 გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული 2018 - 2020 წლების სამოქმედო გეგმები დამტკიცდა
საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის 2018-2020 წლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა.
-
2018-04-14 ეკონომიკური სიახლეები
საქართველოს ეკონომიკის დადებითი ტენდენციები
-
2018-04-13 ნატალია ჯალიაშვილმა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცების კუთხით მიღწეულ პროგრესი გააცნო
საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცების კუთხით მიღწეული პროგრესი გააცნო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერიზაბელა დინგისიანს ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-04-13 ევროკავშირის საბჭომ მაკროფინანსური დახმარების სახით, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.
-
2018-04-12 პროექტის - „ახალგაზრდა მეწარმე“ პრეზენტაცია
მოგესალმებით, მივესალმები ახალგაზრდა ფერმერებს! ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ.
-
2018-04-12 2018 წლის 12 აპრილის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა.
-
2018-04-12 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად შალვა თადუმაძე დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს, - ადმინისტრაციის ახალი უფროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
-
2018-04-11 ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც - ებრაულ, ისე ქართულ კულტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.
-
2018-04-09 მილოცვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს
პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ.
-
2018-04-09 გიორგი კვირიკაშვილი - დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის
2012 წლის შემდეგ, საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა და ქვეყანა მართლაც დემოკრატიის გზას დაადგა.
-
2018-04-09 პრემიერმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
დღეს 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც მრავალი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ.
-
2018-04-08 გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი
„მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე ხვალინდელი დღის იმედი, როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა და საშობაო ეპისტოლეშიც იყო ვრცლად ნასაუბრები ამაზე...
-
2018-04-08 პატრიარქის თხოვნით, პრემიერმა სამების ტაძარში მრევლს მიმართა
გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გილოცავთ. ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენი მეუფება დიდ ხანს გაგრძელდეს საქართველოში და მინდა, საქართველოს ვუსურვო გამთლიანება.
-
2018-04-06 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
-
2018-04-05 მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
-
2018-04-05 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო.
-
2018-04-05 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.
-
2018-04-04 2018 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2018-04-04 აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის, მეწარმეთა, ფერმერთა, რისკების შემცირების მიზნით, სახელმწიფო, უკვე მე-5 წელია, ახორციელებს აგროდაზღვევის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე - 70%-ით, ხოლო ვაზზე - 50%-ით.
-
2018-04-04 გიორგი კვირიკაშვილი - 2018 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოს მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად.
-
2018-04-04 სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ეროვნულ დონეზე ჩატარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს.
-
2018-04-04 მანდატურის ინსტიტუტის ეფექტიანობა გაიზრდება
მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
-
2018-04-04 გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად თებერვალში, ეკონომიკურმა ზრდამ 5.5 % შეადგინა, იანვარ-თებერვლის მონაცემებით 4.9 %-იანი ზრდა გვაქვს
მინდა გამოვეხმაურო იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით.
-
2018-04-04 საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება
საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.
-
2018-04-04 მთავრობა ახალი მასშტაბური საგადახადო ინიციატივებით გამოდის
საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადახადო ინიციატივებით გამოდის, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.
-
2018-04-04 ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“
მთავრობის დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე გახლავთ უალტერნატივო ნაბიჯი.
-
2018-04-03 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენ უილ ჰარდთან
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკელი კონგრესმენის, უილ ჰარდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.