• 2018-03-08 პრემიერმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს პამელა ვიპონდსა და გილბერტ ფელის უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მთის კურორტების მდგომარეობის, პოტენციალისა და სამომავლო პერსპექტივების შესასწავლად იმყოფებიან.

  • 2018-03-08 სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

  • 2018-03-08 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    დამერწმუნეთ, ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული ვართ კომუნიკაციაში, ძალიან გვინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

  • 2018-03-08 გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია იწყება

    როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა ამ შენობებზე თბილისის სუნთქვის შემნახველი, თბილისელების სუნთქვის შემნახველი და სწორედ, ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ!