-
2018-03-12 საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა.
-
2018-03-12 პრემიერმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას.
-
2018-03-12 ილჰამ ალიევი გიორგი კვირიკაშვილს - აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-03-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.