-
2018-03-30 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით ოპოზიციასთან დიალოგის რაიმე ფორმატის შესაქმნელად და ამას, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ.
-
2018-03-30 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა
მოგესალმებით, დილა მშვიდობისა! მინდა, წარმოგიდგინოთ ერთი სამთავრობო ცვლილება...
-
2018-03-29 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
ტურიზმი, ნამდვილად, გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 7,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება და 2018 წელი დასრულდება რიცხვით, რომელიც 8 მლნ-ს გადააჭარბებს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა.
-
2018-03-27 2018 წლის 27 მარტის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2018-03-27 რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა
რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა.
-
2018-03-27 მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-03-27 საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილე
წელს, მოგეხსენებათ, რომ 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ.
-
2018-03-27 ერთი წელი ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან
28 მარტს 1 წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა.
-
2018-03-27 პრემიერი - ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას
ორიოდე დღის წინ მიწას მივაბარეთ ქართველი ვაჟკაცის - არჩილ ტატუნაშვილის ნეშტი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ვინაიდან მტრებმა ვერ შელახეს მისი ღირსება.
-
2018-03-25 სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის“ გახსნა
„დღეს ძალიან სასიხარულო დღეა. ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კახეთს შეემატა აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი ულამაზესი სასტუმრო - „ახაშენი ღვინის კურორტი".
-
2018-03-24 მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“ შეუერთდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“ შეუერთდა.
-
2018-03-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას 105 325 000 აშშ დოლარამდე.
-
2018-03-23 სამუშაო სადილი ბელარუსის პრეზიდენტთან ერთად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
-
2018-03-23 შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
-
2018-03-22 შეხვედრა დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრებთან
საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრთა შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2018-03-22 პრემიერ-მინისტრის განცხადება წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
-
2018-03-22 ინვესტორთა საბჭოს სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2018-03-21 ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. მთავრობისა და კომისიის წევრებმა პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
-
2018-03-21 პრემიერ-მინისტრმა გენერალ გარი ჯონსონს სამადლობელი სიგელი გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
-
2018-03-21 გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს - მე, დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
-
2018-03-16 პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
მუდმივ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას დღეს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
-
2018-03-16 სულეიმან სოილუ - თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას
მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეს - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-03-15 საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) წარსადგენ კანდიდატთა სია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N 588 განკარგულებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) წარსადგენი კანდიდატთა სია დამტკიცდა.
-
2018-03-14 პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე დამტკიცება მიულოცა
გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე დამტკიცებას.
-
2018-03-14 საქართველოში 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება
„ძალიან სასიხარულოა, რომ 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ახალი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში და განთავსდება ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმის სექტორი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება. მისასალმებელია, რომ არასახელმწიფო არასაფინანსო ქართულმა კომპანიამ პირველად განათავსა ობლიგაციები ევრო ბონდების სახით და მოიზიდა 300 მლნ აშშ დოლარი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს კაპიტალის" საინვესტიციო გეგმების შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2018-03-14 2018 წლის 14 მარტის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.
-
2018-03-14 გიორგი კვირიკაშვილი - გზა, რომელიც ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად
მოგეხსენებათ, რომ უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება პროექტი „დანერგე მომავალი". ეს გახლავთ მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოში 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები.
-
2018-03-14 ცვლილებები პროექტში - „დანერგე მომავალი“
მოგეხსენებათ, რომ უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება პროექტი „დანერგე მომავალი". ეს გახლავთ მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი - საქართველოში 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები.
-
2018-03-14 „საქართველოს კაპიტალმა“ 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს კაპიტალის" მიერ 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსებას გამოეხმაურა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.
-
2018-03-14 პრემიერ-მინისტრი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, სამედიცინო დაწესებულებებში სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს.
-
2018-03-14 პრემიერ-მინისტრი 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.2%-იან ზრდას გამოეხმაურა
მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით
-
2018-03-14 პრემიერ-მინისტრი რუსეთისადმი გაგზავნილ მიმართვაზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა
მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ამ ძალიან მძიმე ფაქტს ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და ორი ადამიანი დააპატიმრეს უკანონოდ.
-
2018-03-13 შეხვედრა საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელთან
საქართველოს მთავრობა მიესალმება აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აფასებს მის მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-03-12 საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა.
-
2018-03-12 პრემიერმა ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას.
-
2018-03-12 ილჰამ ალიევი გიორგი კვირიკაშვილს - აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-03-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.
-
2018-03-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 12 მარტს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
-
2018-03-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება
მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.
-
2018-03-08 პრემიერმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს პამელა ვიპონდსა და გილბერტ ფელის უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მთის კურორტების მდგომარეობის, პოტენციალისა და სამომავლო პერსპექტივების შესასწავლად იმყოფებიან.
-
2018-03-08 სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2018-03-08 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
დამერწმუნეთ, ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული ვართ კომუნიკაციაში, ძალიან გვინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
-
2018-03-08 გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია იწყება
როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა ამ შენობებზე თბილისის სუნთქვის შემნახველი, თბილისელების სუნთქვის შემნახველი და სწორედ, ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ!
-
2018-03-07 EWG საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს მხარს უჭერს
საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს.
-
2018-03-06 შეხვედრა აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრ შაჰინ მუსტაფაევის შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2018-03-06 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან
შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზასა და ევროპულ მისწრაფებებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰულტქვისტთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-03-06 მინისტრის სპეციალური მრჩეველი - საქართველო, რეფორმებისა და სტაბილურობის კუთხით, რეგიონში გამორჩეული ლიდერია
საქართველო, რეფორმებისა და სტაბილურობის კუთხით, რეგიონში გამორჩეული ლიდერია, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა ტომოჰიკო ტანიგუჩიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-03-06 2018 წლის 6 მარტის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 41 საკითხი განიხილა.
-
2018-03-06 იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება
იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-03-06 საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი
დღეს საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი. ეს საექსპერტო ჯგუფი შეაფასებს მთის კურორტების დღევანდელ მდგომარეობას, დადებს სურათს, თუ რა მიმართულებებით გვინდა განვითარება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით.
-
2018-03-06 ბაკურიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად უნდა გადაიქცეს
მთავრობა ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ამტკიცებს, რომელიც, ინფრასტრუქტურის სწორ განვითარებასთან ერთად, მკაცრ რეგულაციებს მოიცავს.
-
2018-03-06 კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსი იწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსს იწყებს.
-
2018-03-06 გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები მკაცრდება
გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება - საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.
-
2018-03-06 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება, - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
-
2018-03-06 არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ
ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.
-
2018-03-05 2018 წლის 6 მარტს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 40 საკითხი.
-
2018-03-05 პრემიერი - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია, რეგიონებში გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და შესაბამისი რესურსი მათი აღსრულებისთვის
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია, რეგიონებში იყოს, როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე - შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-03-04 პრემიერ-მინისტრის განცხადება
ჩვენს ქვეყანას თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე განსაცდელი გადაუტანია. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ტრაგედიის წინაშე დავდექით - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ოჯახთან ერთად, ღირსეულად დავიტიროთ არჩილ ტატუნაშვილი, მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი, ამ დრომდე ოჯახებთან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
-
2018-03-03 პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დასრულდა.
-
2018-03-02 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
მწუხარებას გამოვთქვამ ბაქოში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.
-
2018-03-02 პრემიერ-მინისტრმა შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრ - „თუმო"-ს ეწვია.
-
2018-03-02 პრემიერმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს მთავრობის მეთაური მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდ"-ში იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2018-03-02 გიორგი კვირიკაშვილის და სერჟ სარგსიანის პირისპირ შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.
-
2018-03-02 საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებს და სწორედ, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შევძელით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაფუძნება და მოხარულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოირჩევა განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით.
-
2018-03-02 საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა
"ტრადიციულად აქტიური, კულტურული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, შესანიშნავ ფონს ქმნის ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის...
-
2018-03-02 საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა
მიხარია, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოანი მეგობრობა აკავშირებს.მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა სომეხ კოლეგას, პირისპირ შეხვედრაზე.
-
2018-03-02 პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
-
2018-03-02 პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
სამძიმარი ვუთხარი ოჯახს. ჩამოვედი და ვუთხარი ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ.