• 2018-02-05 ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობას განიხილავს

    ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი დღევანდელი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომელიც ბრიუსელში, ევროკომისიაში გაიმართა.

  • 2018-02-05 გიორგი კვირიკაშვილისა და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია

    ძვირფასო ფედერიკა, მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისთვის და ამ დილით პოზიტიური და პროდუქტიული დისკუსიისთვის ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ფართომასშტაბიან და ამბიციურ დღის წესრიგთან დაკავშირებით.

  • 2018-02-05 საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა

    საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები, - ამის შესახებ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელზეც ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. 

  • 2018-02-05 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო.