-
2018-02-17 საქართველო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს
საქართველო, მომავალ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
-
2018-02-17 გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
-
2018-02-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 ივნისს სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა - მოლდოვა უმასპინძლებს, - სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, კიშინიოვში, ქართველი კოლეგა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა დღეს პირადად მიიწვია.
-
2018-02-17 პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტი შეაფასა
ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა.
-
2018-02-17 შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა.
-
2018-02-17 შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.