• 2018-02-12 ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებს მთავრობის მეთაურმა ფორუმის დაარსება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების შემადგენლობები საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, რაც კარგი ტენდენციაა.

  • 2018-02-12 საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“

    საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

  • 2018-02-12 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი