• 2018-01-04 პრემიერმა პატრიარქს საიუბილეო თარიღები მიულოცა 

    თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ - სასიცოცხლო საჭიროებაც; იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საიუბილეო თარიღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.