-
2017-11-02 პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციაზე ისაუბრა
ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს უმაღლეს ათეულში მოექცა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა, ყველას მივულოცო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვან დაწინაურებას - 7 ადგილით, მე-16-დან მე-9 ადგილზე გადანაცვლებას.
-
2017-11-02 შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.