-
2017-11-17 პრემიერმა ათონის მთის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათონის მთის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად იმართება.
-
2017-11-17 სოფო ჯაფარიძემ კონფერენცია - „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ გახსნა
„მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის" - ამ თემაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ კონფერენცია გახსნა.
-
2017-11-17 ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 16 ნოემბერს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.