• 2017-10-02 შეხვედრა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან

    საქართველოს საინვესტიციო გარემო,  ქვეყანაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.