-
2017-10-31 შეხვედრა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს დენის ო დონოვანს შეხვდა.
-
2017-10-31 შეხვედრა ფინეთის თავდაცვის მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსტი ნინისტოს შეხვდა.
-
2017-10-30 საზეიმო სადილი
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც ხუთი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ.
-
2017-10-30 ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა.
-
2017-10-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.
-
2017-10-30 პრემიერი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.
-
2017-10-30 თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
-
2017-10-28 საქართველოს მთავრობის განცხადება
საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად.
-
2017-10-27 შეხვედრა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან
"ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" საქართველოს მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ინკლუზიური პროცესი დევნილ და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან კონსულტაციებით გრძელდება.
-
2017-10-27 2017 წლის 27 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილა.
-
2017-10-27 მთავრობა საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილ ოჯახს გადასცემს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 დევნილი ოჯახი მიიღებს.
-
2017-10-27 შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება
მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება, - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
-
2017-10-27 საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ვიზიტორთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათას მიაღწია, - პოზიტიურ ტენდენციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2017-10-27 აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა იქმნება
საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-10-27 პრემიერი - თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის კიდევ უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული
მინდა, ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით.
-
2017-10-25 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ბორჯომში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
-
2017-10-24 გაერო-ს დღისადმი მიძღვნილი მიღება
საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
-
2017-10-24 გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ეროვნულ პრიორიტეტად განისაზღვრა
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის დოკუმენტი დაამტკიცეს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის, ნილს სკოტის ხელმძღვანელობით გაიმართა.
-
2017-10-24 Schroders-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდას გეგმავს
მსხვილი ბრიტანული კომპანია Schroders Investment Management-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - პოტენციურ საინვესტიციო სფეროებზე კომპანიის მენეჯერებმა ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
-
2017-10-23 შეხვედრა ფონდ NIPPON-ის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
-
2017-10-21 პრემიერმა არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა
მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება; სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია; სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ; სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა; სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს.
-
2017-10-20 „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
"ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, საქართველოს მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
-
2017-10-20 შეხვედრა NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, მედიათავისუფლების მაღალი ხარისხი და საკონსტიტუციო რეფორმა იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს NDI-ის სადამკვირვებლო მისიას ესაუბრა.
-
2017-10-20 Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს
მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, - კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
-
2017-10-19 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს სწავლობს.
-
2017-10-19 შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა.
-
2017-10-19 2017 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა.
-
2017-10-19 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში წარმატებულად შეაფასა
საქართველო, რეფორმების კუთხით არის ნამდვილად ლიდერი რეგიონში; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით; სახელმწიფომ განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ამ კუთხით; 2017 წლის დასაწყისში დაწყებული უმნიშვნელოვანესი ფისკალური და საგადასახადო რეფორმა წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ძალიან კარგი დინამიკაა - შეფასებებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტისას გაკეთდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2017-10-19 „რთველი 2017“ ძალიან წარმატებულად ჩატარდა
„რთველი 2017“ ძალიან წარმატებულად დამთავრდა. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.
-
2017-10-19 პრემიერი - ჩვენს ქვეყანაში თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის
რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
-
2017-10-18 2017 წლის 19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 30 საკითხი
-
2017-10-17 საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, MSC სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს
საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
-
2017-10-17 პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული 25 გმირის ოჯახებს მიუსამძიმრა
აფხაზეთში ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი; მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
-
2017-10-16 პრემიერი 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.
-
2017-10-16 პრემიერმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენით მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ.
-
2017-10-16 შეხვედრა უნგრეთის ახალ ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
-
2017-10-16 პრემიერ-მინისტრმა მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გახსნა
თბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა, - მეტროსადგური „უნივერსიტეტი" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
-
2017-10-14 პრემიერი - მინდა, ვუსურვო საქართველოს ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება
მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
-
2017-10-14 პრემიერ-მინისტრის განცხადება
ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის - ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით მიღებას. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
-
2017-10-13 პრემიერმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა
სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა, - პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული „მეგაპროდაქშენი", რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას იწყებს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
-
2017-10-12 შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატოს მომავალი სამიტის საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.
-
2017-10-12 შეხვედრა საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანს შეხვდა.
-
2017-10-12 შეხვედრა ჟან-კრისტოფ ბელიარდთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
-
2017-10-12 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე
ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი მონაწილეობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამდენი სტუმარი ჩამოვიდა საქართველოს ულამაზეს ქალაქ ბათუმში, რათა იმსჯელოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი რეგიონი და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი, უფრო უსაფრთხო.
-
2017-10-11 2017 წლის 11 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2017-10-11 საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით
საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პირველი მიმოხილვის დასრულებას და მის პოზიტიურ შედეგებს
-
2017-10-11 საქართველო ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება
უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლითაც საქართველო პრაქტიკულად ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყება.
-
2017-10-11 უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლის ხვედრის შესახებ კიდევ 25-მა ოჯახმა შეიტყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს ყველა პირს, ვისაც ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიაწოდონ.
-
2017-10-11 პრემიერ-მინისტრი თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
-
2017-10-09 შეხვედრა ირანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალი რაბიეის შეხვდა, რომელიც თბილისში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში იმყოფება
-
2017-10-09 საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2017-10-09 შეხვედრა ევროპის საქმეებზე გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან
საქართველო სწორი მიმართულებით მიდის; ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ ორმხირივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-10-08 შეხვედრა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
-
2017-10-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული „ახალი ტფილისიდან" მიულოცა. მთავრობის მეთაური განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო და სხვადასხვა გამოფენა დაათვალიერა.
-
2017-10-07 პრემიერი - კონსტიტუცია არის გამსჭვალული კონსენსუსის სულისკვეთებით და არის ძალიან დიდი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე
დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა.
-
2017-10-06 პრემიერი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა.
-
2017-10-06 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი შეიქმნა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ბორჯომში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ და წევრი უწყებების საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვაზე პასუხისმგებელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
-
2017-10-06 Wizz air-ი ქუთაისიდან 16 მიმართულებით, 11 ევროპულ ქვეყანაში იფრენს
რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-10-06 შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრთან
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-10-05 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უამინდობის გამო თუშეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.
-
2017-10-05 შეხვედრა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან
საქართველო-გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-10-05 2017 წლის 5 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 39 საკითხი განიხილა.
-
2017-10-04 საქართველო ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
თბილისი, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს, - გამოფენის გახსნას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსთან ერთად დაესწრო.
-
2017-10-04 კანადა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს
კანადა მაღალ შეფასებას აძლევს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროკავშირსა და ევროპაში, კანადის ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სტეფან დიონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-10-04 შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციასთან
საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი, ამ მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის საქმიანობა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე ჰუმანიტარული პროგრამები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბილიანა მილოშევიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-10-04 პრემიერმა იტალიის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსა და იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, რომლებსაც ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
-
2017-10-03 შეხვედრა ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენელთან
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-10-03 საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ეცნობა
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Al-Bawani Group-ი ეცნობა.
-
2017-10-03 სახელმწიფო, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად, ტურისტების შეფასებებს გაითვალისწინებს
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე და ტურისტების შეფასებების ანალიზის შესაბამისად, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებელ ნაბიჯებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-10-03 პრემიერის განცხადება თაბორის პროექტზე
უდიდესი უსამართლობა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები.
-
2017-10-02 შეხვედრა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.